რო­გორ და­ვამ­ტ­კი­ცებთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოა

რო­გორ და­ვამ­ტ­კი­ცებთ, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოა

ას შემ­დეგ, რაც იუნეს­კომ ქარ­თუ­ლი ქვევ­რის ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის მე­თოდს მსოფ­ლიო არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლის სტა­ტუ­სი მი­ა­ნი­ჭა, ქარ­თუ­ლი მხა­რე ცდი­ლობს და­ამ­ტ­კი­ცოს, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოა, რაც ჯერ მეც­ნი­ე­რუ­ლად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი არ არის. ამ და მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბის სფე­რო­ში მიმ­დი­ნა­რე სხვა პრო­ცე­სებ­ზე კო­მენ­ტა­რის­თ­ვის ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­სა და ენო­ლოგს, ღვი­ნის ექ­ს­პერტ გი­ორ­გი სა­მა­ნაშ­ვილს მივ­მარ­თეთ.

ღვი­ნის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გვითხ­რეს: "ი­მის მეც­ნი­ე­რუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბის­თ­ვის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო ღვი­ნის სამ­შობ­ლოა, იგეგ­მე­ბა ქარ­თუ­ლი ვა­ზის წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რი­ის კვლე­ვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბა, ასე­ვე, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვა­ზის წიპ­წე­ბი­სა და მერ­ქ­ნის შეს­წავ­ლის ხელ­შეწყო­ბა მო­ლე­კუ­ლუ­რი გე­ნე­ტი­კის მე­თო­დე­ბით, თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ­ქე­ო­ლო­გი­ურ გათხ­რებ­ში წიპ­წე­ბის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, ვა­ზის აბო­რი­გე­ნუ­ლი ჯი­შე­ბის და ვე­ლუ­რი ვა­ზის შეს­წავ­ლის ხელ­შეწყო­ბა მო­ლე­კუ­ლუ­რი გე­ნე­ტი­კის მე­თო­დე­ბით, კვლე­ვე­ბი არ­ქე­ო­ლო­გი­ურ მა­სა­ლა­ზე ღვი­ნის ნაშ­თე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მიზ­ნით.

გი­ორ­გი სა­მა­ნაშ­ვი­ლი: თუ მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ჯი­შე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის, დაჯ­გუ­ფე­ბა-შე­და­რე­ბი­სას ქარ­თუ­ლი ჯი­შე­ბი ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი და გა­მორ­ჩე­უ­ლი აღ­მოჩ­ნ­და, ეს ქარ­თუ­ლი მხა­რის­თ­ვის და­მა­ტე­ბი­თი არ­გუ­მენ­ტი იქ­ნე­ბა, ისე­ვე რო­გორც ახა­ლი სა­მარ­ხე­ბის აღ­მო­ჩე­ნა.

- თუმ­ცა, სო­მეხ მეღ­ვი­ნე­თა კავ­ში­რის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე ავაგ არუ­თუ­ნი­ა­ნი აცხა­დებს, რომ უძ­ვე­ლე­სი მარ­ნის ნაშ­თი სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა აღ­მო­ჩე­ნი­ლი და ქარ­თ­ვე­ლებს გა­უ­ჭირ­დე­ბათ და­ამ­ტ­კი­ცონ, რომ მეღ­ვი­ნე­ო­ბის აკ­ვა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოა.

-  სომ­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აღ­მო­ა­ჩი­ნეს 6000 წლის წი­ნან­დე­ლი მარ­ნის ნაშ­თი, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში კი, შუ­ლა­ვე­რის მახ­ლობ­ლად, 8000 წლის წი­ნან­დე­ლი კულ­ტუ­რუ­ლი ვა­ზის წიპ­წე­ბი და თი­ხის საღ­ვი­ნე ჭურ­ჭე­ლია ნა­პოვ­ნი.

-  ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი კვლავ ვერ ით­ვი­სე­ბენ თურ­ქულ ბა­ზარ­ზე გა­მო­ყო­ფილ კვო­ტას - 1 მი­ლი­ონ ლიტრ ღვი­ნოს, ეს ფაქ­ტო­რი რუ­სუ­ლი ბაზ­რის გახ­ს­ნი­თა და იმით ხომ არაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ "იქ ყვე­ლა­ფე­რი იყი­დე­ბა"?

-  ეს კვო­ტა თურ­ქებ­მა უფ­რო ად­რე მოგ­ვ­ცეს, ვიდ­რე რუ­სუ­ლი ბა­ზა­რი გა­იხ­ს­ნე­ბო­და. ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ის არის, რომ თურ­ქეთ­ში ნაკ­ლე­ბი მოთხოვ­ნაა ზო­გა­დად ღვი­ნო­ზე და მათ შო­რის, ქარ­თულ­ზე, მომ­ხ­მა­რებ­ლე­ბიც უფ­რო ტუ­რის­ტე­ბი არი­ან. ამას­თან, თურ­ქუ­ლი ბა­ზა­რი რთუ­ლია ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი და მარ­კე­ტინ­გუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ანუ ჩვენს მწარ­მო­ებ­ლებს იქ შეს­ვ­ლა ძვი­რი და­უჯ­დე­ბათ, მხო­ლოდ სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ბევრს არ ნიშ­ნავს; ეს მა­ღა­ლი კვო­ტა მოგ­ვ­ცეს წლე­ბის წინ, რო­ცა თა­ვი­სი პრო­დუქ­ცი­ის შე­მო­სა­ტა­ნად გრძე­ლი სია შე­ად­გი­ნეს, გარ­კ­ვე­უ­ლი კვო­ტე­ბი მო­ითხო­ვეს ნაკ­ლე­ბი და­ბეგ­ვ­რით, სა­ნაც­ვ­ლოდ კი ღვი­ნო­ზე მა­ღა­ლი კვო­ტა მოგ­ვ­ცეს.

ნი­ნო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია