ირმა ნადირაშვილი ირწმუნება, რომ ნოდარ ხადურს ტელევიზიით გამოჩენა აუკრძალეს

ირმა ნადირაშვილი ირწმუნება, რომ ნოდარ ხადურს ტელევიზიით გამოჩენა აუკრძალეს

"ნაციონალების" ირმა ნადირაშვილი ბოლო პერიოდში Facebook-ზე სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. მისი ბოლო რეზონანსული Facebook-პოსტი ბოლო პერიოდში ავტომანქანების გატაცების ფაქტების შესახებ იუწყებოდა, რაც შსს-ს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა საპასუხო პოსტით გააბათილა და ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

ამჯერად პოლიტიკოსი მორიგ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ის მის წყაროებზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ "ნოდარ ხადურს დროებით ტელევიზორში გამოჩენა აუკრძალეს".

"დღეს სხვადასხვა წყარომ ერთდროულად მითხრა, რომ ნოდარ ხადურს დროებით ტელევიზორში გამოჩენა აუკრძალესო. იმ მოტივით, ხალხზე გამაღიზიანებლად მოქმედებსო. ტყუილად ფიქრობთ, რომ ხადურის დამალვით ან გარღვეულ ბიუჯეტს დამალავთ, ან პრობლემებს ეკონომიკაში. გაძვირებული პროდუქტები და გაქცეული ლარის კურსი მუდმივად გვახსენებს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურია", - წერს ირმა ნადირაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა