მოსკოვში 50 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

მოსკოვში 50 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

მოსკოვში 50 კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. დაკავებულთა შორის არის "სლავ" ქურდებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი "კანონიერი ქურდი", 42 წლის კონსტანტინ ვასილევი, იგივე "კოსტია შრამი". დაკავებულები არიან ვლადიმირის ოლქის კრიმინალური ავტორიტეტებიც.

"ოპერატიული მუშაკებისთვის ცნობილი გახდა, ერთ-ერთ რესტორანში ქურდების შეკრების შესახებ. იქ იმყოფებოდა 42 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი კონსტანტინ ვასილევი, მეტსახელად "კოსტია შრამი" და ასევე ვლადიმირის ოლქის კრიმინალური წარმომადგენლები. შეკრებაზე იგეგმებოდა გავლენის სფეროების საკითხის განხილვა. ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 50-მდე ადამიანი",- ნათქვამია რუსეთის შსს-ს განცხადებაში.

პორტალ "პრაიმ კრაიმის" ინფორმაციით, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების შეკრება რესტორან "სტროგინსკაია პოიმაში" იმართებოდა.

დაკავებულები  პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილნი. ამჟამად მოწმდება მათი კავშირი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან.

მომზადებულია mk.ru-ს მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ