ირაკლი ღარიბაშვილმა მაქართის სკოლის ერთადერთი მოსწავლე, ბაჩო წიკლაური დაასაჩუქრა

ირაკლი ღარიბაშვილმა მაქართის სკოლის ერთადერთი მოსწავლე, ბაჩო წიკლაური დაასაჩუქრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დუშეთის რაიონის სოფელ მაქართის დაწყებითი სკოლის ერთადერთ მოსწავლეს, 10 წლის ბაჩო წიკლაურს საჩუქრად ველოსიპედი და პერსონალური კომპიუტერი გაუგზავნა. ბაჩო წიკლაურს პრემიერის წერილიც გადასცეს.

"ჩვენო პატარა ვაჟკაცო, მთელმა საქართველომ გაიგო, რომ გუდამაყარში, მაქართის სკოლას ერთადერთი მოსწავლე ჰყავს, ბაჩო წიკლაური, საამაყო ბიჭი. კარგი სწავლით, დიდი ნებისყოფითა და რაც მთავარია, მშობელი მიწისა და მთების სიყვარულით, შენი ერთგულებით, უკვე ემსახურები სამშობლოს. სწორედ შენ და შენი ოჯახი იცავთ ჩვენს ქვეყანას, თქვენნაირი ადამიანების მხრებზე იდგა და დღემდე მოვიდა საქართველო. მადლობა თქვენ ამისთვის!

ბევრ სიხარულს და ნატვრის ასრულებას, სამშობლოს აყვავებას და ძლიერებას გისურვებ, ჩვენო სასახელო, პატარა ვაჟკაცო, სამშობლოს ერთგულო მცველო", - სწერს ირაკლი ღარიბაშვილი 10 წლის ბაჩოს.

იხილეთ ვრცლად

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია