დელფინების მომთვინიერებელი: "როგორც პატარა ბავშვს, ისეთივე ზრუნვა სჭირდება დელფინსაც"

დელფინების მომთვინიერებელი: "როგორც პატარა ბავშვს, ისეთივე ზრუნვა სჭირდება დელფინსაც"

ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი გი­ორ­გი კირ­ვა­ლი­ძე უკ­ვე 5 წე­ლია ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უმ­ში მუ­შა­ობს და დელ­ფი­ნე­ბის მოთ­ვი­ნი­ე­რე­ბის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვერც კი წარ­მო­უდ­გე­ნი­ა.

- ბავ­შვო­ბი­დან გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ცხო­ვე­ლე­ბით, მყავ­და ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი და მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ­დი რა­მე ახა­ლი გა­მე­გო მათ შე­სა­ხებ. ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უ­მი რომ გა­იხ­სნა, გა­მი­ხარ­და, მი­ვე­დი, გა­ვი­ა­რე გა­სა­უბ­რე­ბა, შემ­დეგ ტეს­ტი­რე­ბა და ამიყ­ვა­ნეს სამ­სა­ხურ­ში.

- დელ­ფი­ნე­ბის მწვრთნე­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე მო­სახ­ვედ­რად რა თე­მა­ზე ტარ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა?

- შეგ­ვა­მოწ­მეს, ვი­ცო­დით თუ არა ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი და ბი­ო­ლო­გი­ა.

- ინ­გლი­სუ­რის და რუ­სუ­ლის ცოდ­ნა რა­ში გჭირ­დე­ბათ?

- უცხო ენის ცოდ­ნა სა­ჭი­რო­ა, სხვა ქვეყ­ნებ­ში წას­ვლაც მოგ­ვი­წევს ხოლ­მე და ენა ხომ უნ­და ვი­ცო­დეთ?! ჯერ არ­სად ვყო­ფილ­ვართ, არ გვი­ნა­ხავს, რო­გორ წვრთნი­ან დელ­ფი­ნებს სხვა­გან, მაგ­რამ ვა­პი­რებთ გამ­გზავ­რე­ბას. ჩვენ­გან აქ­ვს გა­და­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე უცხ­ო­ურ ქვე­ყა­ნას დელ­ფი­ნის­თვის წყლის და­ლე­ვინების ტექ­ნო­ლო­გი­ა.

- ასე­თი რა ტექ­ნო­ლო­გია გაქვთ?

- დელფინებს ბოთ­ლით და ზონ­დით ვას­მევთ წყალს. ეს მე­თო­დი ძა­ლი­ან მოს­წონთ უცხ­ო­ე­ლებს. თევ­ზი კი ზოგ­ჯერ საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­დის, ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად მოწ­მდე­ბა და ამის შემ­დეგ ვაჭ­მევთ.

- რამ­დე­ნი დელ­ფი­ნი გყავთ?

- ჩვენს დელ­ფი­ნა­რი­უმ­ში სულ 11 დელ­ფი­ნი და 6 ზღვის ლო­მი­ა. რო­გორც პა­ტა­რა ბავშვს, ისე­თი­ვე ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა დელ­ფინ­საც. წარ­მო­იდ­გი­ნე, სა­სახ­ლეს აშე­ნებ და ნა­ბიჯ­-ნა­ბიჯ მი­ი­წევ ზე­ვით, ასე ნა­ბიჯ­-ნა­ბიჯ ათ­ვი­ნი­ე­რებ დელ­ფინ­საც. ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან, ხვდე­ბი­ან, რო­გორ ხა­სი­ათ­ზე ხარ. მთა­ვა­რი­ა, შე­იყ­ვა­რო და მე­რე ყვე­ლა­ფერს გი­ჯე­რე­ბენ. ყვე­ლა დელ­ფინს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლი აქვს - მო­ნი­კა, ფლი­ტე­ლი, კა­კო, ცი­ცი, მა­ი­ა, ზი­ზი, კვი­რია და ნი­ნი. ზო­გი გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მა­ზი­ა, ზო­გი - სხვებ­ზე სწრა­ფი და ამის მი­ხედ­ვით ვურ­ჩევთ სა­ხე­ლებს. ეს დელ­ფი­ნე­ბი საზღ­ვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნეს, მო­ნი­კა ყვე­ლა­ზე "უფ­რო­სი­ა", ნი­ნი და კვი­რია კი ბა­თუმ­ში არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლი.

- იო­ლად სწავ­ლო­ბენ ამა თუ იმ ნო­მერს?

- მთა­ვა­რი­ა, რო­გორ მი­უდ­გე­ბი რე­პე­ტი­ცი­ა­ზე. დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე დელ­ფი­ნებ­თან ვარ, დი­დი შრო­მა გვი­წევს. ჟეს­ტი­კუ­ლა­ცი­ით და ულ­ტრაბ­გე­რე­ბით ვე­კონ­ტაქ­ტე­ბით. ჭკვი­ა­ნე­ბი არი­ან, დამ­ჯე­რე­ბი, იმახ­სოვ­რე­ბენ ნომ­რებს და ვინც ერ­თხელ მა­ინც ყო­ფი­ლა ბა­თუ­მის დელ­ფი­ნა­რი­უმ­ში, და­მე­თან­ხმე­ბა, რომ ჩვე­ნი დელ­ფი­ნე­ბი სას­წა­ულ შო­უპ­როგ­რა­მებს წარ­მო­ად­გე­ნენ.

- პა­ტა­რე­ბის­თვის დელ­ფი­ნებ­თან თა­მა­ში უსაფ­რთხო­ა?

- დელ­ფი­ნი ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე სა­ი­მე­დო და უსაფ­რთხო მე­გო­ბა­რი­ა. ისი­ნი ჩვენ­გან მხო­ლოდ მო­ფე­რე­ბას ითხ­ო­ვენ. ყვე­ლას დი­დი სურ­ვი­ლი აქვს, დელ­ფინს შე­ე­ხოს, მაგ­რამ ამას მხო­ლოდ ზო­გი­ერ­თი ახერ­ხებს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია