რო­დის გა­ა­უქ­მებს რუ­სე­თი სა­ვი­ზო რე­ჟიმს

რო­დის გა­ა­უქ­მებს რუ­სე­თი სა­ვი­ზო რე­ჟიმს

ქარ­თულ­-რუ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­სა და პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კითხ­ებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- რა­ტომ და­ი­გეგ­მა თქვე­ნი შეხ­ვედ­რა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე გრი­გო­რი კა­რა­სინ­თან თე­ბერ­ვლის ბო­ლოს, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ?

- თა­ვი­დან­ვე ასე იყო გან­საზღ­ვრუ­ლი, ჩვენ გარ­კვე­უ­ლი შუ­ა­ლე­დით, და­ახ­ლო­ე­ბით, 2-3 თვე­ში ერ­თხელ ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, ბო­ლო შეხ­ვედ­რა ნო­ემ­ბრის ბო­ლოს გვქონ­და, ოლიმ­პი­ა­დაც ჩა­ივ­ლის და მო­რი­გი მო­ლა­პა­რა­კე­ბა პრა­ღა­ში თე­ბერ­ვლის ბო­ლოს გა­ი­მარ­თე­ბა.

- შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, რომ ამ და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რის დღის წეს­რიგ­ში ოლიმ­პი­ა­დის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბამ გარ­კვე­უ­ლი კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნოს სო­ჭის სი­ახ­ლო­ვის გა­მო სა­ქარ­თვე­ლოს საზღ­ვარ­თან?

- ვი­მე­დოვ­ნებთ, ოლიმ­პი­ა­და მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ივ­ლის. ქარ­თულ­მა მხა­რემ გა­მოთ­ქვა მზად­ყოფ­ნა, რუ­სეთ­თან ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის თე­მა­ზეც გვე­სა­უბ­რა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ რე­გი­ო­ნი ჩვენს საზღ­ვარ­თან ახ­ლო­ა, ჩვე­ნი ოლიმ­პი­უ­რი გუნ­დი მი­დის იქ, ცხა­დი­ა, ჩვენს ინ­ტე­რეს­ში­ცა­ა, რომ ყვე­ლა­ფერ­მა ექ­სცე­სე­ბის, უსი­ა­მოვ­ნო სი­ურ­პრი­ზე­ბის გა­რე­შე ჩა­ი­ა­როს. რუ­სუ­ლი მხა­რე დაგ­ვპირ­და, რომ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მხო­ლოდ იმ ქვეყ­ნე­ბის გუნ­დე­ბი და წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, რომ­ლებ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტი აღი­ა­რებს, აფ­ხა­ზე­თი და სამ­ხრე­თ ოსე­თი კი, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, მათ შო­რის არ არის.

- ბო­ლო ხანს რუ­სეთ­მა გა­ა­მარ­ტი­ვა სა­ვი­ზო რე­ჟი­მი ქარ­თვე­ლი გა­დამ­ზი­და­ვე­ბის­თვის, თუმ­ცა მრა­ვალ­ჯე­რა­დი ვი­ზა საკ­მა­ოდ ძვი­რი - 160 დო­ლა­რი ღირს; აპი­რებთ თუ არა შეხ­ვედ­რა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ვი­ზე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის სა­კითხ­ის დას­მას?

- რო­გორც რუ­სი კო­ლე­გე­ბი გვე­უბ­ნე­ბი­ან, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის­თვის - ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის­, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის, მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის - ვი­ზე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გა­მარ­ტივ­და. ად­რე სა­ქარ­თვე­ლო­დან მარ­ტო უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვის მიწ­ვე­ვა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, ახ­ლა მა­თი წრე გა­ფარ­თოვ­და. მა­თი­ვე სტა­ტის­ტი­კით, შარ­შან, წი­ნა წელ­თან შე­და­რე­ბით, ქარ­თვე­ლე­ბის­თვის გა­ცე­მუ­ლი ვი­ზე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 40-50 %-ით გა­ი­ზარ­და, თუმ­ცა, ვი­ზის მი­ღე­ბა ჯერ კი­დევ საკ­მა­ოდ რთუ­ლი­ა. ვი­ზე­ბის სა­ერ­თოდ გა­უქ­მე­ბა­ზე აქამ­დე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა, რად­გან რუ­სუ­ლი მხა­რე ამას დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის აღ­დგე­ნის სა­კითხს უკავ­ში­რებს, რაც ჩვენ­თვის ამ ეტაპ­ზე მი­უ­ღე­ბე­ლი­ა. შეხ­ვედ­რა­ზე ალ­ბათ ვი­სა­უბ­რებთ პუ­ტი­ნის ცნო­ბილ გან­ცხა­დე­ბა­ზე ვი­ზე­ბის შე­საძ­ლო გა­უქ­მე­ბის თა­ო­ბა­ზე, უფ­რო და­კონ­კრეტ­დე­ბა, რას გუ­ლის­ხმობ­და რუ­სუ­ლი მხა­რე. სა­ქარ­თვე­ლოს, თა­ვის მხრივ, რუ­სეთ­თან უვი­ზო რე­ჟი­მი აქვს, რაც დის­ბა­ლან­სი­ა.

- თქვე­ნი აზ­რით, რამ გა­მო­იწ­ვია პუ­ტი­ნის ეს გან­ცხა­დე­ბა მა­შინ, რო­ცა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ლავ­რო­ვი სა­პი­რის­პი­რო პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტავ­და?

- პუ­ტინ­მა მსგავ­სი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა ად­რეც გა­ა­კე­თა, რომ თუ ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის სა­კითხ­ზე სა­ქარ­თვე­ლო მათ­თან ითა­ნამ­შრომ­ლებ­და, სა­ვი­ზო რე­ჟიმს გა­და­ხე­დავ­და.

- რუ­სეთ­ში ასი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, ბო­ლო დროს მოს­კოვ­სა და სხვა ქა­ლა­ქებ­ში გახ­შირ­და სა­მუ­შა­ოდ ჩა­სუ­ლ უცხ­ო­ე­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბა; იქ მყო­ფი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე თუ სა­უბ­რობთ რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ას­თან შეხ­ვედ­რი­სას?

- რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ა. არა­ლე­გა­ლუ­რად ჩა­სუ­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე ზრუნ­ვა ამ ეტაპ­ზე ჩვენ­თვის ძნე­ლი­ა, არც სა­ელ­ჩო გვაქვს; ამ­გვარ სა­კითხ­ებს შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად მე­ურ­ვე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რეს­თა სექ­ცი­ა, რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში, შვე­ი­ცა­რი­ის სა­ელ­ჩო­ში ფუნ­ქცი­ობს.

- უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­საძ­ლებ­ლად მი­იჩ­ნევთ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დგე­ნას?

- უახ­ლო­ეს პერ­სპექ­ტი­ვა­ში ეს ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი­ა, მაგ­რამ თუ კონ­ფლიქ­ტურ რე­გი­ო­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პროგ­რე­სის მიღ­წე­ვა შევ­ძე­ლით, შე­საძ­ლო­ა, დღის წეს­რიგ­ში ეს სა­კითხ­იც დად­გეს.

- რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია აგ­რძე­ლებს ფი­ნან­სურ დახ­მა­რე­ბას აფ­ხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რე­ჟი­მე­ბი­სად­მი, ამ სა­კითხ­ზე თუ გექ­ნე­ბათ პრა­ღა­ში სა­უ­ბა­რი?

- ეს პირ­ვე­ლად არ ხდე­ბა. ფი­ნან­სურ, მა­ტე­რი­ა­ლურ, სამ­ხედ­რო და სხვა სა­ხის დახ­მა­რე­ბას რუ­სე­თი ამ რე­გი­ო­ნებს 1990-ი­ა­ნი წლე­ბი­დან უწევს, ეს ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყო­ველ­თვის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა იყო, ხო­ლო ახ­ლა, მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ­მა ამ ორი რე­გი­ო­ნის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა, მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ამის ლე­გა­ლუ­რი უფ­ლე­ბა აქვთ, რაც, რა თქმა უნ­და, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვა­ა. აფ­ხა­ზე­თის ბი­უ­ჯე­ტის ორი მე­სა­მე­დი რუ­სე­თი­დან მი­ღე­ბუ­ლი ტრან­სფე­რის­გან შედ­გე­ბა, კი­დევ უფ­რო დი­დია სამ­ხრე­თ ოსე­თი­სად­მი გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა. ამ­გვარ სა­კითხ­ებ­ზე სა­უ­ბა­რი უფ­რო ჟე­ნე­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა­ა, მაგ­რამ, შე­საძ­ლო­ა, ჩვენც შე­ვე­ხოთ ამ თე­მას.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა