ფილიპ ლეფორი - ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს

 ფილიპ ლეფორი - ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს

არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, - ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიის საკითხებში და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ ფილიპ ლეფორმა განაცხადა.

მისივე თქმით, არავინ უნდა შეეცადოს ამ პოზიციის არასწორ ინტერპრეტაციას.

"ევროკავშირის პოზიცია ემყარება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი და შეეცადოს ამის არასწორ ინტერპრეტაციას", - განაცხადა ფილიპ ლეფორმა Civil.ge-სთან საუბრისას. 

ფილიპ ლეფორის ეს განცხადება  რუსულ საინფორმაციო სააგენტო Regnum-ზე 20 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა. რუსული სააგენტოს ცნობით, 20 იანვარს, ცხინვალში ფილიპ ლეფორმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სტატუსი რესპუბლიკის მოსახლეობამ დიდი ხნის წინ განსაზღვრა და ამ პოზიციის შეცვლა ფაქტობრივად, შეუძლებელია.

ცხინვალში ვიზიტისას ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ლეონიდ თიბილოვს შეხვდა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა