მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილია წარდგენილი

მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილია წარდგენილი

დღეს პრემიერ-მინისტრთან გამართული ერთობლივი კონსულტაციების შედეგად საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, "პროკურატურის შესახებ" კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დასანიშნავად მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის ამჟამინდელი უფროსის − გიორგი ბადაშვილის, კანდიდატურა წარუდგინა.

გიორგი ბადაშვილი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილედ, სხვადასხვა დროს − ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მაღალ თანამდებობებზე; პროფესიით იურისტია, ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იკავებს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის პოსტს. 

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა