ცოფით დახოცილი საქონლის ხორცი საწარმოებსა და ბაზრებში შეაქვთ - "ხორცის სკანდალი" გრძელდება

ცოფით დახოცილი საქონლის ხორცი საწარმოებსა და ბაზრებში შეაქვთ - "ხორცის სკანდალი" გრძელდება

ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში ცოფით დახოცილი საქონლის ხორცი სარეალიზაციოდ ძეხვის საწარმოებში და ბაზრებში შეაქვთ. ჭიაურის მაცხოვრებლების თქმით, ერთ სულ მკვდარ საქონელს ძეხვის საწარმოები 50 ან 100 ლარად იბარებენ. "ზოგს უფასოდაც მიაქვს, გადაყრა და დამარხვა რომ ეზარებათ", - აცხადებენ ადგილობრივები.

სურსათის უვნებლობის სამსახურის ვეტერინარული დეპარტამენტის უფროსის, დემნა ახალაიას განცხადებით, ჭიაურში, ცოფით დაავადებული დახოცილი პირუტყვი ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვით დაიმარხა.

"ჭიაურში, ცოფით ავადმყოფი და დახოცილი პირუტყვი ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვით დაიმარხა. ადგილზე ჩატარდა შესაბამისი სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს ვაქცინაცია, ამიტომ ეპიდემიის გავრცელების საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა დემნა ახალაიამ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია