მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციის მოქმედ და ყოფილ შეფებს შორის

მოხდა თუ არა ფიზიკური დაპირისპირება პოლიციის მოქმედ და ყოფილ შეფებს შორის

20 იანვარს, ოზურგეთის ცენტრში, ერთ-ერთ რესტორანში, მაღალჩინოსნები და ძალოვანები, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. დაბადების დღეზე, შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროს გოჩა ფერსაშვილსა და ჩოხატაურის ყოფილ პოლიციის უფროს შოთა მჟავანაძეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას "გურია ნიუსი'' წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, რესტორანში დაწყებული ინციდენტი, მის გარეთაც გაგრძელდა. კონფლიქტის მიზეზი კი გასაიდუმლოებულია. აღნიშნული დაპირისპირების ფაქტს ორივე მხარე უარყოფს."არ არის მართალი, სისულელეა. ნამდვილად არ მომხდარა ასეთი ფაქტი, სხვებს ნუ დაუჯერებთ, დამიჯერე მე, რომ გეუბნები არ ყოფილა", - აცხადებს გოჩა ფერსაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ