მიხეილ უკლება - კიევში საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა

მიხეილ უკლება - კიევში საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა

კიევში მიმდინარე არეულობის დროს ამ ეტაპზე საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში უკრაინაში საქართველოს ელჩმა მიხეილ უკლებამ განაცხადა.

ამასთან, მისი განმარტებით, ქართული მედიასაშუალებების ხელმძღვანელობის მიმართ არის გაფრთხილება, რომ კიევში მომუშავე თავიანთ ჟურნალისტებს უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდონ.

"საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის დაშავებული. ასევე ურთიერთობა გვაქვს ყველა ქართველ ჟურნალისტთან. დავურეკეთ, გავაფრთხილეთ, რომ მაქსიმალურად მოერიდონ მოვლენების ეპიცენტრს, რადგან ისინი გრუშევსკის ქუჩაზე მდებარე სასტუმროებში ცხოვრობენ. ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს ვთხოვე, რომ გაეფრთხილებინა ყველა მედიასაშუალების ხელმძღვანელობა, რათა თავიანთ ჟურნალისტებს მათაც მოუწოდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ. ასევე, დავურეკეთ უკრაინაში არსებულ, ორივე ქართული დიასპორის ხელმძღვანელს, რათა საქართველოს თითოეული მოქალაქის გაფრთხილება მოხდეს, რომ არ იყვნენ ეპიცენტრში", - განაცხადა მიხეილ უკლებამ და აღნიშნა, რომ საელჩოში არსებობს ინფორმაცია ევრომაიდანზე საქართველოს რამდენიმე მოქალაქის ყოფნის შესახებაც.

მისივე განმარტებით, კიევში სიტუაცია ძალიან დაძაბულია, ვინაიდან გრუშევსკის ქუჩაზე უკვე ტანკები გამოჩნდა.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია