სანდრო კობახიძე: ''მეც მინდოდა გართობა, კლუბებში სიარული და ალკოჰოლის მიღება...''

სანდრო კობახიძე: ''მეც მინდოდა გართობა, კლუბებში სიარული და ალკოჰოლის მიღება...''

საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრი სანდრო კობახიძე უკვე მეხუთე წელია, უკრაინაში თამაშობს. თავიდან ძალიან გაუჭირდა საქართველოდან წასვლა, ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარეშე ცხოვრებას ვერ ეგუებოდა, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა. სანდრო წარმატებული ფეხბურთელია, მაგრამ უნდა, უფრო მეტს მიაღწიოს. მისი ოცნება ინგლისის ჩემპიონატში თამაშია და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს.

- ფეხბურთელი არავინ მყავს და არც ჩემი სპორტსმენობა უნდოდათ, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე. პირველად ოჯახში რომ ვთქვი, ფეხბურთელობა მინდა-მეთქი, გაუკვირდათ. უნდოდათ, უმაღლესში მესწავლა და სხვა პროფესია მქონოდა, მაგრამ მე ასე გადავწყვიტე. ჩემი ოჯახის მადლობელი ვარ, რომ ხელი არ შემიშალეს და გვერდში დამიდგნენ. თუ რამეს მივაღწიე, ეს მშობლების დამსახურებაა.

- დედმამიშვილი გყავს?

- ჩემი ძმა 21 წლისაა, თუმცა ის ფეხბურთზე არ დადის.

რვა წლის ვიყავი, პირველად ფეხბურთით რომ დავინტერესდი. სკოლაში ბავშვთა გუნდში მივედი. დავიწყე ვარჯიში. ცოტა ხანში სკოლა ''ავაზაში'' მოვხვდი, ამის მერე კიდევ რამდენიმე გუნდში ვითამაშე და შემდეგ თბილისის ''დინამოში'' გადავედი. დღევანდელ საფეხბურთო სკოლებთან შედარებით ჩემს ბავშვობაში ძალიან ცუდი პირობები იყო.

- უკრაინაში როგორ მიგიწვიეს?

- თბილისის ''დინამოში'' ორწელიწად-ნახევარი ვთამაშობდი და იქიდან მოვხვდი უკრაინის დნეპროპეტროვსკის ''დნიპროში''. მაშინ ოცი წლის ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა შანსი, რომ უკრაინაში წავსულიყავი და წავედი. მაშინ ზოგმა ჩათვალა, რომ არასწორად მოვიქეცი, ''დინამო'' კარგი გუნდი იყო, მაგრამ რატომღაც ასე მოხდა. საკუთარი თავის გამოცდა მოვინდომე.

- ზოგიერთი ფეხბურთელი, რომელიც უკრაინაში თამაშობს, მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის.

- ბოლომდე კმაყოფილი არც მე ვარ. უკრაინის ჩემპიონატები არც შეიძლება შევადაროთ ინგლისისა და ესპანეთისას, მაგრამ არაფრით ჩამოუვარდება ჰოლანდიისა და რუსეთის ჩემპიონატებს. რა თქმა უნდა, მიზნად სულ სხვა რაღაცები მაქვს და ვნახოთ, რა მოხდება.

უკვე ხუთი წელია, უკრაინაში ვთამაშობ და ხელშეკრულება კიდევ ოთხი წლით მაქვს გაფორმებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უკრაინაში უნდა ვითამაშო. ნებისმიერ დროს შემიძლია, სხვა ქვეყანაში და სხვა გუნდში გადავიდე სათამაშოდ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია