კახა ქორიძე: ''აღარავინ დამრჩა... მარტო ვარ...''

კახა ქორიძე: ''აღარავინ დამრჩა... მარტო ვარ...''

ჩვენი რუბრიკის დღევანდელმა რესპონდენტმა კახა ქორიძემ ფილმ ''ღიმილის ბიჭებში'' მონაწილეობისას ბატონიშვილი ნუგზარ ბაგრატიონი გაიცნო. დამეგობრდნენ და ძალიან მალე კახა ქორიძე სამეფო კარის ვეზირი გახდა, ახლა, როგორც კანცლერი, საქართველოს სამეფო სახლის ასაღორძინებლად, ასევე სამეფო ოჯახის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, აღიარებისთვის იბრძვის.

ბატონ კახასთან ერთად მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს გადავავლეთ თვალი და რა თქმა უნდა, ბაგრატიონების შესახებაც დავუსვით შეკითხვები.

''ღიმილის ბიჭები'' ჩხუბში გაერივნენ და ბატონიშვილი დაიჭრა''

- ვინაიდან თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა ბაგრატიონებს უკავშირდება, გაიხსენეთ, როგორ გაიცანით ნუგზარ ბაგრატიონი.

- თუ გახსოვთ, ნუგზარ ბატონიშვილი ''ღიმილის ბიჭებში'' ჭკუისკოლოფას თამაშობს. ამავე ფილმში ერთ-ერთ როლს ასრულებს მისი მეუღლე, ლეილა ყიფიანიც, რომელიც ახლა დედოფალი გახლავთ. 1967 წელს სინჯებზე გოჩა ლომაიამ, ბოლოკამ, მე და ლეილას გვითხრა, აქ ერთი ბიჭია, ამბობს, ერეკლე მეორის პირდაპირი შთამომავალი ვარო. შინ დაბრუნებულმა ამის შესახებ მამაჩემს მოვუყევი, რომელმაც მითხრა, ჰკითხეთ იმ ბიჭს, თუ პეტრე გრუზინსკის შთამომავალია, მაშინ ნამდვილად ტახტის მემკვიდრე იქნებაო. საბჭოთა კავშირის პერიოდშიც იცოდნენ, ვინ იყო ტახტის ნამდვილი მემკვიდრე, მაგრამ ეს ტაბუირებული თემა გახლდათ.

მე და ბატონიშვილ ნუგზარს ფოტო ''ღიმილის ბიჭებში'' თამაშისას გვაქვს გადაღებული. მაშინ დაიწყო ჩვენი მეგობრობა. 1969 წელს კრასნოდარში ვიყავით, მაშინ მომანიჭა სამეფო კარის პირველი სახელოს თანამდებობა. პირველი სახელო ნიშნავს მწიგნობართუხუცესს, ანუ პირველ ვეზირს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - გამოჯანმრთელდა 2 409 პაციენტი

"მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია... მკურნალობას სახლში ვაგრძელებ" - როგორია ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"ფილმს ხშირად ვუყურებ ხოლმე, ჰოდა, შვილიშვილებს შეუყვარდათ ძალიან. "ბოლოკას" მეძახიან ეს მამაძაღლები" - როგორ ცხოვრობს და რას ფიქრობს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე "ღიმილის ბიჭი"?