"მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია... მკურნალობას სახლში ვაგრძელებ" - როგორია ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

"მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია... მკურნალობას სახლში ვაგრძელებ" - როგორია ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა კლინიკის დირექტორის და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის თენგიზ ცერცვაძის ჩანაწერი, რომელშიც ის საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. შეგახსენებთ, მას და მის მეუღლეს კორონავირუსით ინფიცირება რამდენიმე დღის წინ დაუდგინდათ:

"მოგესალმებით. ცოტა მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო, აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ - ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავის და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე. მიუხედავად ამისა, ვცდილობ ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. "ფეისბუქში" დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით - ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს - ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ...სულ ეს არის და ეს... გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას..."

თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია - "მისი მდგომარეობა გაუარესდა, დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია"

გურული ქალები ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ - ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" სენსაციური წარმატება

"იგუდება, თუ კლინიკაში არ გადაიყვანეს, ბიძა მომიკვდება" - 52 წლის დავით წეროძის ახლობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ