ვან­და­ლიზ­მი თბი­ლის­ში - "ამ ხალხს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა"

ვან­და­ლიზ­მი თბი­ლის­ში - "ამ ხალხს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა"

ქარ­თ­ვე­ლებს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რულ­ზე ლა­პა­რა­კით თა­ვი მოგ­ვაქვს, თუმ­ცა ეს სიყ­ვა­რუ­ლი ხში­რად მხო­ლოდ გრძელ სადღეგ­რ­ძე­ლო­ებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და რო­გორც ჩანს, ალ­კო­ჰო­ლურ სას­მე­ლებ­ში იხ­რ­ჩო­ბა. ხში­რად იმა­საც ვამ­ბობთ, რომ ქარ­თ­ვე­ლე­ბი ყვე­ლა­ზე კარ­გი ერი ვართ, ამ დროს კი შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი პა­ტივ­სა­ცე­მი და საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბის ბი­უსტს თავ­ზე მწვა­ნე სა­ღე­ბა­ვი გადა­ვას­ხათ... პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წო­დე­ბე­ბი­თა და სა­სიყ­ვა­რუ­ლო ტექ­ს­ტე­ბით აჭ­რე­ლე­ბულ ძეგ­ლებ­ზე რომ არა­ფე­რი ვთქვათ, თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი ინ­ვენ­ტა­რი ვი­ღა­ცას აუცი­ლებ­ლად ათ­ქ­მე­ვი­ნებს, რომ ამ ქვე­ყ­ანაში ვან­და­ლიზ­მით შეპყ­რო­ბი­ლ ადამიანებს ფართო ასპარეზი აქვთ.

თბი­ლი­სი, და არა მარ­ტო თბი­ლი­სი (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ასუფ­თა­ვებს), ნაგ­ვით სავ­სეა - ავ­ტო­ბუ­სი­დან ჩა­მო­სუ­ლი მგზავ­რე­ბი ბი­ლე­თებ­სა თუ ხა­ჭა­პუ­რის ნარ­ჩე­ნებს პან­ტა­პუნ­ტით რომ ის­ვ­რი­ან, ამა­საც თით­ქოს შე­ვე­გუ­ეთ. ზო­გი­ერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე ვერც ყო­ვე­ლი ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე დად­გ­მულ­მა ნაგ­ვის ურ­ნებ­მა გა­მო­ას­წო­რა და ვერც ამა თუ იმ პი­არ­კამ­პა­ნი­ამ (­თუმ­ცა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა მო­ითხოვს აღი­ნიშ­ნოს, რომ ზოგან ურ­ნე­ბი საერთოდ არ არის). თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მი­მა­ვალს ბევ­რ­ჯერ მი­ნა­ხავს ძირ­გა­მომ­წ­ვა­რი ნაგ­ვის ურ­ნე­ბი და მის იგ­ვ­ლივ მი­მო­ფან­ტუ­ლი ნა­გა­ვი. რა­ტომ უნ­და წა­უ­კი­დო ცეცხ­ლი ნაგ­ვის ურ­ნას, ამა­ზე პა­სუ­ხის პოვ­ნა ძნე­ლია…

ალ­ბათ შე­გიმ­ჩ­ნე­ვი­ათ ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბებ­ზე გაკ­რუ­ლი ასე­თი ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა: "ტე­რი­ტო­რი­ას აკონ­ტ­რო­ლებს ვი­დე­ოთ­ვა­ლი! გა­ჩე­რე­ბე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა ან ნე­ბის­მი­ე­რი ვან­და­ლუ­რი ფაქ­ტის გა­მოვ­ლე­ნა წარ­მო­ად­გენს და­ნა­შა­ულს და ის­ჯე­ბა კა­ნო­ნით." ამ გან­ცხა­დე­ბის გა­მოკ­ვ­რას თა­ვი­სი მი­ზე­ზე­ბი აქვს, გა­ჩე­რე­ბებ­ზე და­ლე­წი­ლი შუ­შე­ბი და სკა­მე­ბი ხომ ყვე­ლას გვი­ნა­ხავს...

თავ­და­პირ­ვე­ლად გა­ჩე­რე­ბებ­ზე გა­მო­ჩე­ნილ წი­თე­ლი პლას­ტ­მა­სის სკა­მებს ვან­და­ლე­ბი შე­და­რე­ბით იოლად "გა­უმ­კ­ლავ­დ­ნენ", თუმ­ცა არც რკი­ნის სკა­მებს შე­უ­შინ­დ­ნენ და თუ მთლად ვერ და­ლე­წეს, მა­თი მოგ­ლე­ჯით გუ­ლი ხომ მო­ი­ო­ხეს! ჰო­და, გა­ჩე­რე­ბა­ზე ჩა­მოს­ხ­დო­მის მსურ­ვე­ლებს მე­ტი რა­ღა დარ­ჩე­ნო­დათ, რომ სკა­მე­ბი ახ­ლომ­დე­ბა­რე პარ­კი­დან არ წა­მო­ე­ჩო­ჩე­ბი­ნათ. "ამ ხალხს არა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, ყო­ველ დი­ლით რა­ღაც მხვდე­ბა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი. ვი­ღა­ცას პარ­კი­დან სკა­მი გა­ჩე­რე­ბა­ზე მო­უთ­რე­ვია და ახ­ლა ნა­ხეთ, ის სკა­მი რას ჰგავს, ისე გა­ა­ნად­გუ­რეს, დაჯ­დო­მა შე­უძ­ლე­ბე­ლია," - შე­მომ­ჩი­ვის პარ­კის დამ­ლა­გე­ბე­ლი…

გზას ვაგ­რ­ძე­ლებ და ვხე­დავ, რომ ცენ­ტ­რა­ლურ ქუჩებშიც ასე­თი­ვე მდგო­მა­რე­ო­ბაა. რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ყო­ველ მე­ო­რე თუ მე­სა­მე სკამს ან მო­ა­ჯი­რი აქვს მოგ­ლე­ჯი­ლი, ან სა­ზურ­გე.

ერთ-ერთ პარ­კ­ში სკა­მი ხომ სართოდ არ დამ­ხ­ვ­და და სა­ქა­ნე­ლე­ბიც კი მო­ეგ­ლი­ჯათ უგუ­ნუ­რებს. ერ­თხანს ჩა­მოვ­ჯე­ქი, ქა­რი ჭრა­ჭუ­ნით ისე არ­წევ­და ამ გა­ნად­გუ­რე­ბულ და უკ­ვე და­ჟან­გულ სა­ქა­ნე­ლებს, რომ ომ­გა­მოვ­ლილ, უბავ­შ­ვოდ დარ­ჩე­ნილ ქა­ლაქ­ში მე­გო­ნა თა­ვი. არა, ასეთ პარ­კ­ში ნამ­დ­ვი­ლად ვერ და­ის­ვე­ნებ, ცუ­დი მო­გო­ნე­ბე­ბი მო­მე­ძა­ლა და იქა­უ­რო­ბას გა­ვე­რი­დე… მეტ­რო­სად­გუ­რის მო­პირ­და­პი­რე მხა­რეს ჯე­ბი­რია მოხ­ს­ნი­ლი, რო­გორც ჩანს, ყინ­ვა­ში ღა­მის გამ­თე­ვებს აქ ცეცხ­ლიც კი და­უნ­თი­ათ. იქ­ვე მჯდო­მი გამ­ყიდ­ვე­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ ეს ად­გი­ლი "უძ­ვე­ლე­სი პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს" ეკუთ­ვ­ნის, ჯე­ბი­რი კი მე­ძა­ვებს თურ­მე მან­ქა­ნებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა­ში უშ­ლი­დათ ხელს…

გზად კი­დევ ერთ, შე­და­რე­ბით "უწყი­ნარ" ვან­და­ლურ ფაქტს ვაწყ­დე­ბი - ილი­ა­სა და აკა­კის ძეგ­ლ­ზე ვი­ღა­ცას სა­სიყ­ვა­რუ­ლო სტრი­ქო­ნე­ბი წა­უ­წე­რია. ამის და­ნახ­ვა­ზე წლე­ბის­წი­ნან­დე­ლი ამ­ბა­ვი მახ­სენ­დე­ბა: სატრფოსგან უარ­ყო­ფილ­მა ახალ­გაზ­რ­დამ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ხიდ­ზე ჩა­მომ­ს­ხ­და­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის ქან­და­კე­ბე­ბი დაცხ­რი­ლა. მა­შინ ამ ფაქ­ტ­ზე სის­ხ­ლის სა­მარ­თ­ლის საქ­მეც აღიძ­რა, თუმ­ცა, რო­გორც მახ­სოვს, დამ­ნა­შა­ვეს ვერ მი­აკ­ვ­ლი­ეს…

"ექ­ს­კურ­სი­ას" თბი­ლი­სის ცენ­ტ­რა­ლუ­რი ქუ­ჩე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ვას­რუ­ლებ და ში­ნი­სა­კენ ავ­ტო­ბუ­სით მი­ვე­შუ­რე­ბი. ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაქ­ცი­ე­ლო­ბა აქაც თავს მახ­სე­ნებს. ავ­ტო­ბუ­სის თით­ქ­მის ყვე­ლა სა­ვარ­ძე­ლი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­ბო­რო­ტე­ბით უკა­ნა სა­ვარ­ძ­ლებს "გას­წო­რე­ბი­ან", იქ ვინ­ღა იქ­ნე­ბო­და მა­თი დამ­შ­ლე­ლი...

მა­კა ქო­ბა­ლია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია