"მსჯავრდებულებმა ციხეზე გავლენის დამყარება მოინდომეს" - რა ხდე­ბა სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში

"მსჯავრდებულებმა ციხეზე გავლენის დამყარება მოინდომეს" - რა ხდე­ბა სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში

რა ხდე­ბა სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში მი­სი "გა­ა­და­მი­ა­ნუ­რე­ბის" შემ­დეგ, ახერ­ხებს თუ არა კონ­ტ­როლს ად­მი­ნის­ტ­რა­ცია პა­ტიმ­რებ­ზე და მარ­თ­ვა­დია თუ არა ზო­გა­დად პრო­ცე­სი? - ამ კითხ­ვებ­ზე იურის­ტი გე­ლა ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი გვიპასუხებს.

- ვრცელ­დე­ბა ხმე­ბი, რომ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში პა­ტიმ­რე­ბი აკონ­ტ­რო­ლე­ბენ სი­ტუ­ა­ცი­ას, ზო­გი­ერ­თე­ბი კი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას თვით­და­ზი­ა­ნე­ბე­ბით აშან­ტა­ჟე­ბენ და სა­წა­დელს ამ გზით აღ­წე­ვენ...

- მთლად ისე არაა საქ­მე, რომ რა­საც პა­ტიმ­რე­ბი ითხო­ვენ, ად­მი­ნის­ტ­რა­ცია ყვე­ლა­ფერს უს­რუ­ლებს. რაც შეეხე­ბა იმას, რომ პა­ტიმ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ აკონ­ტ­რო­ლონ სი­ტუ­ა­ცია, ეს ბუ­ნებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა და ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის ნე­ბის­მი­ერ ცი­ხე­ში პა­ტიმ­რებს ეს მის­წ­რა­ფე­ბა და სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ. მთავარია, რამ­დე­ნად უწევს მათ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას ად­მი­ნის­ტ­რა­ცია. ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას სა­დის­ტურ მე­თო­დებ­თან შე­და­რე­ბით, დღეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბია. მის დროს ადა­მი­ა­ნებს ისე ექ­ცე­ოდ­ნენ, რო­გორც პი­რუტყ­ვს - სცემ­დ­ნენ, ამ­ცი­რებ­დ­ნენ, აგი­ნებ­დ­ნენ, აფურ­თხებ­დ­ნენ, ლა­პა­რა­კის და სი­ცი­ლის უფ­ლე­ბაც არ ჰქონ­დათ, ბად­რა­გე­ბი შე­დი­ოდ­ნენ და შუ­ა­ღა­მი­სას სცემ­დ­ნენ მათ, აიძუ­ლებ­დ­ნენ სა­წო­ლის ქვეშ შეძ­რო­მას, ვინც ვერ მო­ას­წ­რებ­და, აწა­მებ­დ­ნენ, სა­დის­ტუ­რად ეპყ­რო­ბოდ­ნენ. დღეს პა­ტიმ­რებს ისე ეპყ­რო­ბი­ან, რო­გორც ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც აქვთ უფ­ლე­ბე­ბი. ასე­ვე გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლია კვე­ბისა და სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის, პა­ემ­ნე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ვი­თა­რე­ბა­ში, ბევ­რ­მა პა­ტი­მარ­მა მო­ინ­დო­მა იქ თა­ვი­სი კონ­ტ­რო­ლი­სა და გავ­ლე­ნის დამ­ყა­რე­ბა, დღის წეს­რი­გის კარ­ნა­ხი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის. ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში მათ ეს გას­დი­ო­დათ, ზოგ­ში - არა. ბო­ლო თვე­ებ­ში სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტ­მა და სა­მი­ნის­ტ­რომ და­იწყო კა­ნო­ნის უფ­რო მკაც­რად შეს­რუ­ლე­ბა და პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მი­მართ მუ­ქა­რე­ბი, უკა­ნო­ნო მოთხოვ­ნე­ბი აღარ ყო­ფი­ლა, პი­რი­ქით, არა­ერ­თი პა­ტი­მა­რი და­ი­სა­ჯა, აკ­რ­ძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბის აღ­მო­ჩე­ნის, წეს­რი­გის დარ­ღ­ვე­ვის გა­მო მათ სას­ჯე­ლი და­უ­მა­ტეს. ასე რომ, მყარ­დე­ბა ის ბა­ლან­სი, რო­მე­ლიც უნ­და არ­სე­ბობ­დეს ყვე­ლა ცი­ხე­ში - არც სა­დის­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბა, არც ქა­ო­სი და ანარ­ქია, რომ­ლის­კე­ნაც მი­ის­წ­რა­ფო­და ბევ­რი პა­ტი­მა­რი.

- დღეს ბევრი ლა­პა­რა­კია მა­ყუ­რებ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­ზე. სა­ხალ­ხო დამ­ც­ველ­მა თა­ვის ან­გა­რიშ­ში მწვა­ვედ და­ა­ყე­ნა ეს პრობ­ლე­მა, რა­მაც სო­ზარ სუ­ბა­რი, ცო­ტა არ იყოს, გა­აბ­რა­ზა...

- მა­ყუ­რებ­ლე­ბი ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას სა­დის­ტურ სის­ტე­მა­შიც იყ­ვ­ნენ და ად­მი­ნის­ტ­რა­ცია მა­თი სა­შუ­ა­ლე­ბით მარ­თავ­და ცი­ხე­ებს, ისი­ნი ნიშ­ნავ­დ­ნენ მათ. დღეს მა­ყუ­რე­ბელს ად­მი­ნის­ტ­რა­ცია არ ნიშ­ნავს, ახ­ლა პა­ტიმ­რებს შო­რის ლი­დე­რის თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რის სიტყ­ვა არის მათთვის წო­ნი­ა­ნი. მთა­ვა­რია, ამ ე.წ. მა­ყუ­რებ­ლებ­მა არ ჩა­ი­დი­ნონ კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო ქმე­დე­ბე­ბი. მა­თაც კარ­გად იცი­ან, რა არის მათ­თ­ვის გარ­კ­ვე­ულ დო­ზამ­დე და­საშ­ვე­ბი. დღეს ცი­ხე­ებ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დია. თავ­და­პირ­ვე­ლად მარ­თ­ლაც და­ჩაგ­რუ­ლი იყ­ვ­ნენ ცი­ხის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი - ბევ­რი ძვე­ლი კად­რია ისე­თი, რომ­ლე­ბიც ხში­რად თვი­თონ აწა­მებ­დ­ნენ პა­ტიმ­რებს, ხო­ლო რო­ცა ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, პა­ტიმ­რე­ბი იქით შე­უტ­რი­ალ­დ­ნენ, თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი მათ­გან ყვე­ლა შე­უ­რაცხ­ყო­ფას იტან­დ­ნენ, და­ჭე­რის ეში­ნო­დათ და პა­ტიმ­რებს ეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, არ ეჩივ­ლათ.

- ერთ-ერ­თი ვერ­სი­ით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის პოს­ტ­ზე ირაკ­ლი შო­თა­ძე გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­მელ­თა­ნაც გვი­ჩი­ა­ნის ად­ვო­კა­ტებს გარ­კ­ვე­უ­ლი კითხ­ვე­ბი გაქვთ…

- ერ­თი მხრივ, რო­გორც შო­თა­ძე აცხა­დებს, იმ­ხა­ნად ის ნამ­დ­ვი­ლად ახალ­გაზ­რ­და, 24 წლის სტა­ჟიო­რი იყო. ფაქ­ტია, მას წი­ნას­წარ გა­მო­ძი­ე­ბა­ში არა­ნა­ი­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, თუმ­ცა მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში. ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ მთა­ვა­რი ბრალ­მ­დე­ბე­ლი იყო ან­ზორ ხვა­და­გი­ა­ნი და შო­თა­ძე ეხ­მა­რე­ბო­და მას, ტექ­ნი­კურ მხა­რე­ებს აგ­ვა­რებ­და, მაგ­რამ მას ხე­ლი აქვს მო­წე­რი­ლი ბრალ­დე­ბა­ზე და რო­გორც პრო­კუ­რო­რი, ისე გა­მო­დი­ო­და. მი­სი და­ნიშ­ვ­ნა მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად ხი­ფა­თის შემ­ც­ვე­ლია გვი­ჩი­ა­ნის გა­ნა­ჩე­ნის­თ­ვის, მი­სი მი­ნუ­სი იქ­ნე­ბა, გვი­ჩი­ა­ნი რომ გა­მარ­თ­ლ­დეს. შო­თა­ძემ სულ რომ არა­ფე­რი თქვას და არ და­უ­კავ­შირ­დეს მო­სა­მარ­თ­ლე­ებს, შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო გუნ­დ­მა იფიქ­როს, ან სა­სა­მარ­თ­ლომ, რომ ისი­ნი ცუდ სამ­სა­ხურს გა­უ­წე­ვენ შო­თა­ძეს, თუ დად­გე­ბა გა­მა­მარ­თ­ლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. არა­და, მი­სი გა­ნა­ჩე­ნი რომ შე­საც­ვ­ლე­ლია, ამა­ში ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა. ერ­თიც არის, მჯე­რა, მას დნმ-ის ანა­ლი­ზის და­მალ­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია, რად­გან, რო­გორც გითხა­რით, მთა­ვა­რი ბრალ­მ­დე­ბე­ლი იყო ხვა­და­გი­ა­ნი და შე­იძ­ლე­ბა მას არც არა­ვინ გა­ა­გე­ბი­ნა. უბ­რა­ლოდ, შე­იქ­მ­ნა დე­ლი­კა­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცია და, მე თუ მკითხავთ, შო­თა­ძე მო­წა­დი­ნე­ბუ­ლიც უნ­და იყოს, რომ დად­გეს გვი­ჩი­ა­ნის გა­მა­მარ­თ­ლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, თუნ­დაც იმი­ტომ, ვინ­მემ არ თქვას, რომ მან ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სა­სა­მარ­თ­ლო­ზე.

ნა­ნა ფიცხე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია