"ივანიშვილის ახალი ორგანიზაცია ხელისუფლების ხელისუფლება იქნება"

"ივანიშვილის ახალი ორგანიზაცია ხელისუფლების ხელისუფლება იქნება"

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილი ორგანიზაციას თავად უხელმძღვანელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, არასამთავრობო ორგანიზაციის მიზანი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებაა.

ბიძინა ივანიშვილის ახალ არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნას ჟურნალისტი ირმა ინაშვილი Facebook-ზე შემდეგი პოსტით ეხმიანება:

"როცა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციურ ფლანგს უდგებოდა სათავეში, ჩემი მისადმი ნდობა იყო მაღალი, მაღალი და მაღალი. დღეს, როცა ივანიშვილი მესამე სექტორში ინაცვლებს, ვფიქრობ, რომ ჩემი ქვეყნისთვის არაფერი მოხდება არც ახალი და არც საინტერესო. ამ "ახალსა" და "საინტერესოში" ვგულისხმობ ქვეყანაში რეალურ და სასიკეთო ცვლილებებს.

თავად ბიძინა ივანიშვილისთვის "მოქალაქე" გახდება ასპარეზი, რომ 2012-2013 წლების ლიდერი საზოგადოებამ არ დაივიწყოს. ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად იქნება ხელისუფლების ხელისუფლება. არ ვიცი, ვინ რას ელოდება და ვინ რატომ დგება (უკვე მერამდენედ) გრძელ რიგში, მაგრამ, ჩემი აზრით, "მოქალაქის" სივრცეშიც მხოლოდ ივანიშვილის "რჩეულებს" გაეხსნებათ გზა. ივანიშვილის "რჩეულთა" დიდი ნაწილი კი, ხალხის რჩეული რომ არ არის, ამაზე, იმედია, არ ვიკამათებთ",- წერს ირმა ინაშვილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა