სტრე­სი, უძი­ლო­ბა - გარემოებები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ, შეიძლება სიბრმავის მიზეზი გახდეს

სტრე­სი, უძი­ლო­ბა - გარემოებები, რომლებსაც ყურადღებას არ ვაქცევთ, შეიძლება სიბრმავის მიზეზი გახდეს

რამ შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­მ­ნას თვალს პრობ­ლე­მა და რა ახ­დენს გავ­ლე­ნას მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ზე. გვე­სა­უბ­რე­ბა მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, ექი­მი-ოფ­თალ­მო­ლო­გი ლუ­ი­ზა ცო­მაია:

- მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ზე ბევ­რი ფაქ­ტო­რი მოქ­მე­დებს, მათ შო­რის სი­ნათ­ლე. არა­საკ­მა­რი­სი ან არას­წო­რი გა­ნა­თე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის­თ­ვის ერ­თ­გ­ვარ სტრე­სულ ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს და იწ­ვევს არა მარ­ტო თვა­ლის, არა­მედ ზო­გა­დი და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბას. არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­საწყო - ლუქ­სო­მეტ­რი (მი­სი შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბა გა­ნა­თე­ბის ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ა­ში), რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ხდე­ბა სი­ნათ­ლის რე­ჟი­მის კონ­ტ­რო­ლი­. სა­შუ­ა­ლოდ, აუცი­ლე­ბე­ლი გა­ნა­თე­ბა არ უნ­და იყოს 200 ლუქ­ს­ზე და­ბა­ლი, კითხ­ვი­სა და წე­რის დროს საკ­მა­რი­სია 400 ლუქ­სი, ხატ­ვი­სა და კერ­ვის­თ­ვის - 600 ლუქ­სი. უნ­და აღი­ნიშ­ნოს ის ფაქ­ტიც, რომ 60 წლის ზე­მოთ სა­ჭი­რო სი­ნათ­ლის მოთხოვ­ნი­ლე­ბა 2-ჯერ მე­ტია.

- რო­მე­ლი გა­ნა­თე­ბაა თვა­ლი­სთ­ვის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო?

- ბუ­ნებ­რი­ვი გა­ნა­თე­ბა, ის მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ამ გა­ნა­თე­ბას ჩვენ ბუ­ნე­ბა გვაძ­ლევს, ის არა მარ­ტო იცავს თვალს გა­დაღ­ლი­სა­გან, არა­მედ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი თვი­სე­ბაც გა­აჩ­ნია. ამ დროს უმ­ჯო­ბეს­დე­ბა ხა­სი­ა­თი, იმუ­ნი­ტე­ტი, სი­ნათ­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა კი იწ­ვევს ჰი­პო­ტო­ნი­ას, ხშირ გა­ცი­ვე­ბას, გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა და­ა­ვა­დე­ბებს, ვი­თარ­დე­ბა ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბა. სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მხედ­ვე­ლო­ბის დატ­ვირ­თ­ვის დროს, დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა სი­ნათ­ლის წყა­როს მდე­ბა­რე­ო­ბას. ამ დროს სი­ნათ­ლის წყა­რო უნ­და იყოს მო­თავ­სე­ბუ­ლი მარ­ცხ­ნივ. მა­გი­დის ნა­თუ­რის გა­ნა­თე­ბას­თან ერ­თად სა­ჭი­როა ზო­გა­დი გა­ნა­თე­ბა.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად თვა­ლის რა და­ა­ვა­დე­ბებ­თან გიხ­დე­ბათ შე­ხე­ბა?

- ყვე­ლა­ზე ხში­რია თვა­ლის ან­თე­ბე­ბი, მათ წარ­მოქ­მ­ნას კი მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი გა­ნა­პი­რო­ბებს. მა­გა­ლი­თად, თვალ­ში რა­ი­მე ინ­ფექ­ცი­ის მოხ­ვედ­რა, ალერ­გია, ტრავ­მა, შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლე­ბის სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბა, ავი­ტა­მი­ნო­ზი, ულ­ტ­რა­ი­ის­ფე­რი გა­მოს­ხი­ვე­ბა და სხვა. ნე­ბის­მი­ე­რი ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის დროს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნ­და და­ი­ნიშ­ნოს სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბა. რაც უფ­რო გვი­ან იწყე­ბა თე­რა­პია, მით უფ­რო იზ­რ­დე­ბა ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის გარ­თუ­ლე­ბის შან­სი, რა­მაც შემ­დ­გომ­ში, შე­საძ­ლოა, მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა ან მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გ­ვაც კი გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ თვა­ლის "უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო" შე­წით­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც კი, რო­მე­ლიც 1-2 დღე­ში თა­ვი­სით არ გა­დის, ექიმს უნ­და მი­მარ­თოთ. თვა­ლის ან­თე­ბებს შო­რის ყვე­ლა­ზე ხში­რია კო­ნი­უნ­ქ­ტი­ვი­ტი, კე­რა­ტი­ტი (რქო­ვა­ნას ან­თე­ბა) და სხვა.

- საკ­მა­ოდ გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლია ას­ტიგ­მა­ტიზ­მი და სა­ჭი­როა თუ არა მი­სი კო­რექ­ცია?

- ეს ის და­ა­ვა­დე­ბაა, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი ბუ­ნებ­რი­ვი, მკვეთ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის ნაც­ვ­ლად დე­ფორ­მი­რე­ბულ­სა და არამ­კ­ვეთრ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ხე­დავს. ასე­თი ადა­მი­ა­ნი ცუ­დად ხე­დავს საგ­ნებს რო­გორც შორ, ასე­ვე ახ­ლო მან­ძილ­ზე. ოკუ­ლის­ტე­ბის აზ­რით, მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის 85%-ს ას­ტიგ­მა­ტიზ­მის მცი­რე დო­ზე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, რო­მე­ლიც მხედ­ვე­ლო­ბა­ზე არ მოქ­მე­დებს. მო­სახ­ლე­ო­ბის 15% კი ას­ტიგ­მა­ტიზ­მის კო­რექ­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს. კო­რექ­ცია გუ­ლის­ხ­მობს რო­გორც სათ­ვა­ლის ან კონ­ტაქ­ტუ­რი ლინ­ზე­ბის ტა­რე­ბას, ასე­ვე ოპე­რა­ცი­ას.

- რა არის ას­ტიგ­მა­ტიზ­მის მი­ზე­ზი?

- ძი­რი­თა­დად ის მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თია. შე­ძე­ნი­ლი ას­ტიგ­მა­ტიზ­მი უმე­ტე­სად ბა­დუ­რას ტრავ­მე­ბი­სა ან თვა­ლებ­ზე გა­და­ტა­ნი­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­დე­გია. ას­ტიგ­მა­ტიზ­მის მი­ზე­ზია თვა­ლის ოპ­ტი­კუ­რი სის­ტე­მის ლინ­ზე­ბის არას­წო­რი ფორ­მე­ბი. ყვე­ლა­ზე ხში­რად მას ბა­დუ­რას სიმ­რუ­დე იწ­ვევს. ნორ­მა­ლურ ბა­დუ­რას სფე­როს ფორ­მა გა­აჩ­ნია, ანუ ბა­დუ­რას გარ­დამ­ტე­ხი ძა­ლა ვერ­ტი­კა­ლურ და ჰო­რი­ზონ­ტა­ლურ სიბ­რ­ტყე­ებ­ზე თა­ნა­ბა­რია, ას­ტიგ­მა­ტიზ­მის დროს კი ბა­დუ­რას გარ­დამ­ტე­ხი ძა­ლა ამ სიბ­რ­ტყე­ებ­ზე არა­თა­ნა­ბა­რია. ამის გა­მო ადა­მი­ა­ნი საგ­ნებს და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად და არამ­კ­ვეთ­რად აღიქ­ვ­ამს. ას­ტიგ­მა­ტიზ­მი არ­სე­ბ­ობს ახ­ლომ­ხედ­ვე­ლი და შორ­ს­მ­ხედ­ვე­ლი, ან ორი­ვე ერ­თ­დ­რო­უ­ლად.

- რას იტყო­დით გლა­უ­კო­მა­ზე, შე­საძ­ლოა თუ არა ამ და­ა­ვა­დე­ბამ სიბ­რ­მა­ვე გა­მო­იწ­ვი­ოს?

- სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია. მის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია თვა­ლის ში­გა წნე­ვის მუდ­მი­ვი ან პე­რი­ო­დუ­ლი აწე­ვა. თუ თვა­ლის წნე­ვა დრო­უ­ლად არ და­რე­გუ­ლირ­დე­ბა (ნორ­მამ­დე არ და­ი­წევს), თან­და­თა­ნო­ბით იწყე­ბა მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის ატ­რო­ფია, რაც სიბ­რ­მა­ვეს იწ­ვევს. ამი­ტომ, 40 წელ­ზე უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­მა ყუ­რადღე­ბა უნ­და მი­აქ­ცი­ონ მხედ­ვე­ლო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მათ, ვის გვარ­შიც გლა­უ­კო­მით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ, რად­გან ამ და­ა­ვა­დე­ბას მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბი­თო­ბა ახა­სი­ა­თებს. ნე­ბის­მი­ე­რი არა­სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბის, მხედ­ვე­ლო­ბი­თი დის­კომ­ფორ­ტის, პე­რი­ო­დუ­ლად მხედ­ვე­ლო­ბის და­ბუნ­დოვ­ნე­ბის ან ლამ­პის შუ­ქის ცქე­რი­სას, ცი­სარ­ტყე­ლას მსგავ­სი წრე­ე­ბის წარ­მოქ­მ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ადა­მი­ან­მა აუცი­ლებ­ლად ოფ­თალ­მო­ლოგს უნ­და მი­მარ­თოს. გლა­უ­კო­მის მთლი­ა­ნი გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან მას ქრო­ნი­კუ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ახა­სი­ა­თებს, მაგ­რამ თუ მკურ­ნა­ლო­ბას დრო­უ­ლად და­იწყე­ბენ, და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­ჩე­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

გარ­და ამი­სა, მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მხედ­ვე­ლო­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა­ზე არას­წო­რი გა­ნა­თე­ბი­სა და სხვა უამ­რა­ვი გა­რე ფაქ­ტო­რის გარ­და, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მოქ­მე­დებს სტრე­სი, უძი­ლო­ბა. ძლი­ერ­მა სტრეს­მა შე­საძ­ლოა მხედ­ვე­ლო­ბის მკვეთ­რი გა­უ­ა­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია