თეა წულუკიანი - მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში მოთავსდა

თეა წულუკიანი - მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც ვანო მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში მოთავსდა

ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია არ შეიძლება იყვნენ ციხეში, სადაც სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მუდმივად არ ინახება, - ამის შესახებ შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა.

მინისტრი ამ ფაქტს ხელისუფლების შეცდომად მიიჩნევს და ფიქრობს, რომ აუცილებელია ისინი იმყოფებოდნენ ციხეში, სადაც ვიდეოფირები ხანგრძლივად ინახება და უსაფრთხოებაც მაღალია.

თეა წულუკიანის განცხადებით, როდესაც პატიმარი ასახელებს ფაქტებს, ის დაუყოვნებლივ უნდა გადამოწმდეს. "დაუყოვნებლივი სტანდარტი განსხვავებულია. ამ შემთხვევაში ის ვადა, რა ვადაშიც ამის გამორკვევა მოხდა, პრობლემა არ არის. რაც მაწუხებს და ობიექტური რეალობაა, ვანო მერაბიშვილი მოთავსებულია ისეთ ციხეში, სადაც არ შეიძლება არ იყოს კამერები, რომელიც მისი პატიმრობის დასრულებამდე არ ინახავს იმ ფირებს, რომელიც მას ეხება, რა თქმა უნდა იმ დათქმით, რომ მისი პირადი ინტიმური ცხოვრება ასახული არ იქნება. ეს არის იმ დონის საქმე და ისეთი პატიმარი, ისევე, როგორც ბაჩო ახალაია, არ შეიძლება ისინი იყვნენ ციხეში, სადაც არ არის მუდმივად შენახვადი კადრები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აბსურდი, რაც მერაბიშვილმა განაცხადა, მარტივად შემოწმებადი იქნებოდა. მაშინ დავუშვით შეცდომა, როდესაც მატროსოვის ციხეში მოთავსდა და არა იმ ციხეში, სადაც უსაფრთხოების მაღალი დონეა და მათივე დატოვებული კამერებია", - განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი გამორიცხავს, ოთარ ფარცხალაძეს პრემიერისა და მთავრობისთვის "ეკადრებინა" ის, რაზეც ვანო მერაბიშვილი საუბრობს. "ობიექტური რეალობა ისეთია, რომ აქეთ დევს აბსურდული განცხადება, თუმცა იმის იქით საქმე ვერ მიდის, რადგან ამის ტექნიკური საშუალება არ აქვს სუბარის უწყებას. სოზარ სუბარმა ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა. მას და მის გენინსპექციას მხოლოდ ჩანაწერები არ შეუმოწმებიათ. დაიკითხნენ მოწმეები. ჩემი ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა თავიდან უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შემდეგ დათანხმებულა. დაიკითხა არაერთი მოწმე, რომლებმაც აბსურდი უწოდეს იმას, რასაც ბატონი ვანო ამბობს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ხელისუფლება მომავალში მსგავსი "აბსურდული და დესტრუქციული" განცხადებებისგან დაცული რომ იყოს, ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია უნდა მოთავსდნენ მაღალი უსაფრთხოების იმ ციხეში, სადაც ვიდეოჩანაწერები ხანგრძლივად ინახება.

"რაც შეეხება მათ სურვილს სტრასბურგში ჩივილის შესახებ, ეს ყველას უფლებაა. ხანდახან ეჭვი მეპარება მერაბიშვილის ადვოკატების კომპეტენტურობაში, მაგრამ 6 თვე აქვთ და იქნებ არ გაუშვან ეს ვადა, თუ ამ საქმის სტრასბურგში წაღება სურთ. ჩვენ არაფერი გვაქვს თავის სამართლებელი", - აღნიშნა წულუკიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ