"ევროპა მწარედ გვატყუებს... ლეფორმა თქვა ის, რასაც ბრიუსელის კულუარებში ლაპარაკობენ"

"ევროპა მწარედ გვატყუებს... ლეფორმა თქვა ის, რასაც ბრიუსელის კულუარებში ლაპარაკობენ"

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სპეციალური წამომადგენელის და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარის, ფილიპ ლეფორის მიერ ცხინვალში გაკეთებული განცხადება ისევ განსჯის საგანია. შეგახსენებთ, რომ ფილიპ ლეფორმა სამხრეთ ოსეთში, ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა - "სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი დიდი ხანია განსაზღვრულიაო". თავდაპირველად საქართველოში მიიჩნიეს, რომ ლეფორის ნათქვამი ოსურმა მედიამ განზრახ დაამახინჯა, მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეხვედრისას ევროპელ დიპლომატს თავისი განცხადება არ უარუყვია, თუმცა ტრივიალურად აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ლეფორის სკანდალურ განცხადებასა და ვიზიტზე კომენტარი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ვთხოვეთ:

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მხრიდან იყო ნულოვანი ადეკვატურობა. ძალიან მოწიწებით, ერთი ადგილის კანკალით თხოვეს ლეფორს, რომ რაიმე განმარტება გაეკეთებინა და დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა. მე ეჭვი მაქვს, რომ ლეფორს უთხრეს - საქართველოში ამას მოყვება ძალიან ცუდი რეაქცია, ნუ დაგვღუპავთო და ლეფორმაც სამადლოდ თქვა - ევროკავშირი აღიარებს თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასო. მაგრამ ფაქტია, რომ სამაჩაბლოში ვიზიტისას ნამდვილად თქვა - ოსმა ხალხმა უკვე გადაწყვიტა თავის მომავალიო. ეს არ ეკადრება არა თუ ევროკავშირის წარმომადგენელს, არამედ ისეთ ადამიანსაც კი, ვინც საერთაშორის სამართალში ოდნავ მაინც არის გარკვეული, ვინაიდან იმ რეგიონში მხოლოდ ოსები არ ცხოვრობენ, იქ ცხოვრობდნენ ქართველებიც, რომლებიც გამოყარეს. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკვე კანონიერ რეალობად აღიქვამს (რომლის შეცვლაც აღარ შეიძლება) იმას, რომ აფხაზეთში ქართველები აღარ არიან და აფხაზეთი არის მხოლოდ აფხაზების სამშობლო, ხოლო სამაჩაბლო არის მხოლოდ ოსების სამშობლო და ძალიან ცუდია, რომ ჩვენი მხრიდან ამაზე რეაგირება არ ხდება. მეფის რუსეთის მიერ ჩატარებული აღწერით ცხინვალში მხოლოდ ორი ოსური ოჯახი ცხოვრობდა და როგორ შეიძლება, ის მხოლოდ ოსების სამშობლოდ ჩაითვალოს?!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა