საჩხერის საავადმყოფოს "მდგმური" - პაციენტი 4 წელია შინ დაბრუნებას ელოდება

საჩხერის საავადმყოფოს "მდგმური" - პაციენტი 4 წელია შინ დაბრუნებას ელოდება

ადამიანები ახალ წელს იმედითა და სიხარულით ეგებებიან. არიან ისეთებიც, ვინც ამ დღესაც კი საავადმყოფოს კედლებში სიცოცხლის შესანარჩუნებლად იბრძვიან. ყველა ავადმყოფი თანაგრძნობას იმსახურებს, თუმცა საჩხერის საავადმყოფოში რაც ვნახეთ, მაინც განსაკუთრებულია. იაშა ზაქაშვილი რომელიც 4 წლის წინ ავარიის შედეგად მოხვდა კლინიკაში, დღემდე სტაციონარშია და მოუთმენლად ელოდება შინ დაბრუნებას. ტრავმა ისეთი მძიმე იყო, რომ პაციენტს აპარატის გარეშე სუნთქვა ახლაც არ შეუძლია.

"კვირის პალიტრამ" საჩხერის საავადმყოფოს მდგმურად ქცეული პაციენტი იაშა ზაქაშვილი მოინახულა.

ბატონ იაშას ლაპარაკი უჭირს, მედპერსონალის დახმარების გარეშე ძნელია მასთან გასაუბრება...

- 4 წლის წინ ავარიაში მოვყევი და ხერხემალი დამიზიანდა. ექიმებს რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს, თუმცა საწოლიდან მაინც ვერ ვდგები და აპარატის გარეშე ვერ ვსუნთქავ. უკვე მეოთხე ახალ წელს ვხვდები საავადმყოფოში. წარმოიდგინეთ, შვილი გამითხოვდა და მისი ბედნიერებაც აქ მომილოცეს. ძნელია, როცა ცოცხალი ხარ, აზროვნებ, თუმცა ვერ მოძრაობ და ვერ სუნთქავ დამოუკიდებლად. დანატრებული ვარ ადამიანებთან საუბარს. ახლახან მოძღვრებმა მომინახულეს. ბედნიერი ვარ, როცა მნახველი მყავს...

- როგორ შეხვდით უკვე მეოთხე ახალ წელს ამ კედლებში?

- მე მოლოდინით ვცოცხლობ და იმედით ვეგებები ყოველ ახალ წელს - შინ დაბრუნების იმედს არ ვკარგავ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრება ჩემი ოჯახი. ექიმების ყურადღება არ მაკლია. ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა ჩემს გადასარჩენად და უმადური არ უნდა იყო კაცი. სხვა რაიონში რომ მეცხოვრა, ალბათ, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი. უამრავი ფული დაიხარჯა ჩემს გადასარჩენად. ოთხი წელი ცოტა ხომ არ არის?! საწოლს ვარ მიჯაჭვული, თუმცა ვნატრობ, თუ ვერ გავივლი, სუნთქვა მაინც შევძლო აპარატის გარეშე, მერე შინაც დავბრუნდები... შარშან შინ წამიყვანეს აპარატზე შეერთებული. გავიხარე ჩემი ოჯახის ნახვით. თქვენი თანდასწრებით დღესაც ამას ვთხოვ საავადმყოფოს ადმინისტრაციას, ძალიან მინდა, ეს თხოვნა შემისრულონ...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია