ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი პროკურატურის ინსტიტუტის შესუსტებაზე საუბრობს

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი პროკურატურის ინსტიტუტის შესუსტებაზე საუბრობს

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ ნილს მუჟნიეკსის შეფასებით, პროკურატურის ინსტიტუტი გარკვეულწილად შესუსტდა. ამის შესახებ მუჟნიეკსმა განცხადება საქართველოში ექვსდღიანი ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"მიუხედავად წარმატებებისა, საქართველოში კიდევ რჩება გარკვეული პრობლემა თუ გამოწვევები. ეს უკავშირდება როგორც სასამართლოს, ისე იგივეს თქმა შეიძლება პროკურატურასთან მიმართებაში. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ პროცესში პროკურატურა საკვანძო როლს თამაშობს, ეს ინსტიტუტი შესუსტდა, რაც შესაძლოა, კადრების ცვლილებითაც იყოს გამოწვეული", - განაცხადა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა.

მისივე განმარტებით, პროკურატურის საქმიანობაში ისევ შენარჩუნებულია გარკვეული მანკიერი ძველი პრაქტიკა.

"ეს უკავშირდება აღიარებით ჩვენებებს, დაყრდნობას ერთი მოწმის ჩვენებებზე. ასევე ზოგიერთი ხარვეზი დაკავშირებულია საპროცესო შეთანხმებების გამოყენების საკითხთან", - აღნიშნა ნილს მუჟნიეკსმა.

გარდა ამისა, მისი აზრით, სამართალდამცავი ორგანოები გარკვეული თვალსაზრისით რბილ მიდგომებს ახორციელებენ იმ ადამიანების მიმართ, ვინც სიძულვილის ნიადაგზე ჩაიდინეს დანაშაული.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ