თბილისში, ლორთქიფანიძის ქუჩის (ყოფილი კაიროს ქუჩა) N42-ში წუხელ აფეთქება მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა და არც ნგრევა ყოფილა.
შემთხვევა ღამით, 00:20 საათზე მიტოვებულ შენობაში მოხდა. ადგილზე გასულები იყვნენ სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, თუმცა აფეთქებას ხანძარი არ მოჰყოლია.
აფეთქების მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია, რა აფეთქდა მიტოვებულ შენობაში.
ფეთქებაზე სისხლის სამართლის საქმე 187-ე მუხლით აღიძრა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს. სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების ზუსტი მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს.