რა კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი არ ჯა­რიმ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორ მო­ვატყ­უ­ოთ რა­და­რი

რა კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი არ ჯა­რიმ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გორ მო­ვატყ­უ­ოთ რა­და­რი

სა­ქარ­თვე­ლოს გზებ­ზე რა­და­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბამ ურჩ მძღო­ლებს ბევ­რი თავ­სა­ტე­ხი გა­უ­ჩი­ნა. რა­და­რე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გაჩ­ნდა მი­სი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოწყ­ო­ბი­ლო­ბე­ბიც, თუმ­ცა არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ რა­და­რის მი­ერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რის მი­უ­ხე­და­ვად, ავ­ტო­მო­ბილ­თა გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია არ ჯა­რიმ­დე­ბა. რა შემ­თხვე­ვა­ში ვერ აფიქ­სი­რებს საგ­ზაო რა­და­რი ურჩ ავ­ტო­მო­ბი­ლებს ან რა კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი არ ჯა­რიმ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში?! - ამ თე­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ავ­ტო­ფე­დე­რა­ცი­ის ვი­ცე-­პრე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ზო­გა­დად მსოფ­ლი­ო­ში რა­და­რე­ბის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კა ასე­თი­ა: კა­მე­რებ­თან არის სპე­ცი­ა­ლური მოწყ­ო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც სიჩ­ქა­რეს ზო­მავს, იჭერს და ერთ მი­ნიშ­ნე­ბულ ზოლ­ზე მი­ახ­ლო­ე­ბის დროს ფო­ტოს იღებს. ანუ სწრა­ფად მი­მა­ვა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჯერ რა­დარ­მა უნ­და და­ა­ფიქ­სი­როს, სუ­რა­თი გა­და­უ­ღოს, შემ­დეგ კი ამ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ხა­რის­ხე­ბა ხდე­ბა. რა­და­რის მი­ერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი მან­ქა­ნა შე­იძ­ლე­ბა იმ კა­ტე­გო­რი­ა­თა რიცხ­ვში იყოს, რო­მელ­თა და­ჯა­რი­მე­ბა სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­მო არ შე­იძ­ლე­ბა, ამი­ტომ ხდე­ბა გა­და­ხა­რის­ხე­ბა, შემ­დგომ იგ­ზავ­ნე­ბა ჯა­რი­მე­ბი.

- თქვენ ახ­სე­ნეთ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ა, რო­მელ­თა და­ჯა­რი­მე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. რა კა­ტე­გო­რიაა ეს?

- ევ­რო­პა­შიც და ამე­რი­კა­შიც არის მან­ქა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ა, რო­მე­ლიც არ ჯა­რიმ­დე­ბა, მა­გა­ლი­თად, სა­ხან­ძრო და სას­წრა­ფო. თუკი სა­ხან­ძროს სის­წრა­ფის გა­და­მე­ტე­ბის­თვის და­ა­ჯა­რი­მებ, ის სხვა დროს ძა­ლი­ან ნე­ლა იმოძ­რა­ვებს, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­ვა­ლა­ლო აღ­მოჩ­ნდეს. ასე­ვე არ ჯა­რიმ­დე­ბა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი, რად­გან მა­თი მხრი­დან სიჩ­ქა­რის გა­და­ჭარ­ბე­ბა შე­იძ­ლე­ბა აუ­ცი­ლებ­ლო­ბით იყოს გა­მოწ­ვე­უ­ლი. და­ჯა­რი­მე­ბის ამ სის­ტე­მამ უფ­ლე­ბა მის­ცა რა­ღაც კა­ტე­გო­რი­ას, რომ რა­და­რი უგუ­ლე­ბელ­ყონ, რაც, რა თქმა უნ­და, სამ­წუ­ხა­რო­ა.

ასე­ვე არ­სე­ბობს კა­მე­რე­ბი, რო­მელ­საც უშუ­ა­ლოდ ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თა­ვენ: სხე­დან კა­მე­რებ­თან და საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში მან­ქა­ნის ნო­მერს იწე­რენ და აჯა­რი­მე­ბენ.

- ზოგ­ჯერ რა­და­რი ვერ აფიქ­სი­რებს სიჩ­ქა­რის დამ­რღვევ ავ­ტო­მო­ბილს, ეს რი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი?

- არ­სე­ბობს ხე­ლოვ­ნუ­რი ხე­ლის­შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბიც, მა­გა­ლი­თად, შე­იძ­ლე­ბა ისე­თი სა­ღე­ბა­ვით შე­ღე­ბო ნო­მე­რი, რომ აი­რეკ­ლოს და რა­და­რი ვერ და­ა­ფიქ­სი­რებს. ნომ­რებ­ზე სპე­ცი­ა­ლურ, ჟა­ლუ­ზე­ბი­ვით პლას­ტმა­სებს აკე­თებ­დნენ, რო­მელ­საც პირ­და­პირ თუ უყუ­რებ­დი, ხე­დავ­დი ნო­მერს, მაგ­რამ მაღ­ლი­დან ნო­მე­რი არ ჩან­და.

არ­სე­ბობს ასე­ვე ან­ტი­რა­და­რე­ბიც, რო­მელ­საც აქვს ორი მი­მარ­თუ­ლე­ბა. ერ­თი მოწყ­ო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ გატყ­ო­ბი­ნებს, რომ რა­დარს მი­უ­ახ­ლოვ­დი და სიჩ­ქა­რეს უნ­და მო­უკ­ლო და არის უფ­რო ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი მოწყ­ო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც, ასე ვთქვათ, ტვინს უბ­ნევს რა­დარს და ვერ აფიქ­სი­რებს.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნად ხელ­მი­საწ­ვდო­მია ეს მოწყ­ო­ბი­ლო­ბე­ბი?

- ჩვენში ეს მოწყ­ო­ბი­ლო­ბე­ბი არ იყი­დე­ბა, მი­სი შე­ძე­ნა გა­მო­წე­რით შე­იძ­ლე­ბა, თან არც ისე­თი ძვი­რი­ა, მაგ­რამ ჩვენ­თან ამ ან­ტი­რა­და­რებს მა­სობ­რი­ვად მა­ინც არ იყე­ნე­ბენ. თა­ნაც ამ მოწყ­ო­ბი­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი ცოდ­ნა­ცაა სა­ჭი­რო. სხვა­თა შო­რის, იმ ან­ტი­რა­და­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც რა­და­რებს გზა-კვალს უბ­ნევს, ინ­გლი­სე­ლებ­მა მო­ი­გო­ნეს უკუღ­მა რა­და­რე­ბი, რო­მე­ლიც რომ გა­ივ­ლი, მე­რე გი­ღებს ფო­ტოს. თან მო­ტო­ციკ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ხში­რად არ­ღვე­ვენ მოძ­რა­ო­ბის წესს, მათ წინ ნო­მე­რი არ აქვთ და თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ან დი­დი სიჩ­ქა­რით, ამი­ტომ მხო­ლოდ უკუღ­მა რა­დარს შე­უძ­ლია მი­სი აღბეჭდვა. ჩვენ­თან ასე­თი რა­და­რი სულ ორი­ა: ჯვარ­თან და იგო­ეთ­თან.

მაკა ქობალია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია