მოსკოვში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "კია" დააკავეს

მოსკოვში ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "კია" დააკავეს

მოსკოვში, ავტოგამტაცებლების წინააღმდეგ განხორციელებული დევნის შედეგად, რუსმა სამართალდამცველებმა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გიორგი გიორგაძე, მეტსახელად "კია" დააკავეს.

რუსული მედიის ცნობით, გატაცებულ ავტომობილში გიორგაძესთან ერთად, დიმიტრი ბერიძეც იმყოფებოდა. ორივე მათგანი სოხუმის მკვიდრია.

მოსკოვის შს მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, დამნაშავე გატაცებული ავტომანქანით საპირისპირო ხაზზე მოძრაობდა. პოლიციის გამოჩენისთანავე ის სხვა ავტომობილში გადაჯდა და მიმალვას შეეცადა.

დაკავებული გიორგი გიორგაძე პერმიდან 2013 წელს საქართველოშია დეპორტირებული, რომელსაც რუსეთში შესვლა 2019 წლამდე აკრძალული ჰქონდა.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ