საკვები, რომელიც სიკვდილიანობის 2-3-ჯერ გაზრდას გამოიწვევს - მეცნიერები გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე

საკვები, რომელიც სიკვდილიანობის 2-3-ჯერ გაზრდას გამოიწვევს - მეცნიერები გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე

უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების თანახმად, საკვებად გენმოდიფიცირებული პროდუქტების რეგულარული გამოყენება იწვევს სიმსივნეთა წარმოქმნას, ზრდის სხვა სასიკვდილო დაავადებათა განვითარების რისკს და მნიშვნელოვნად ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას.

მეცნიერებს მიაჩნიათ: თუ კაცობრიობა მთლიანად გადავა გმ-პროდუქტებით კვებაზე, სიკვდილიანობა 2-3-ჯერ გაიზრდება. მაგრამ გმო-ის (გენმოდიფიცირებული ორგანიზმები) მწარმოებელ კორპორაციათა სპეციალისტები კვლავინდებურად დაჟინებით ადასტურებენ მათ უსაფრთხოებას - როგორც ადამიანებისათვის, ასევე მთელი პლანეტისთვისაც. მაინც ვინ არის მართალი? ღირს კი საკვებად გმო-ის გამოყენება? ამაში ჯერ დამოუკიდებლად ვცადოთ გარკვევა.

ხენდროსა და კამბალას ნარევი

სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში გმო - გენმოდიფიცირებული ორგანიზმები - აღნიშნავს ორგანიზმებს, რომელთა გენოტიპი ხელოვნურად არის შეცვლილი გენური ინჟინერიის მეთოდების მეშვეობით. საწყისი ორგანიზმის დნმ-ის ჯაჭვში ჩასმულ დნმ-ის ფრაგმენტს ტრანსგენი ეწოდება. ეს კეთდება მოდიფიცირებული ორგანიზმების, პირველ რიგში კი მცენარეების, ამა თუ იმ თვისების შეცვლის მიზნით, რათა ისინი უფრო გამძლე გახდეს მავნებელთა და გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ. მაგალითად, ჩვეულებრივი კარტოფილის გენოტიპში მორიელის გენის ფრაგმენტის ჩანერგვით მიიღეს კარტოფილი, რომელსაც არავითარი მავნებელი აღარ აშინებს, ხოლო პომიდვრისა და ხენდროს დნმ-ის ჯაჭვში ჩასვეს პოლარული კამბალას გენი და ახლა ეს კულტურები ლამის უკიდურეს ჩრდილოეთშიც კი შეიძლება მოვიყვანოთ.

ტრანსგენური პროდუქტები პირველად გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში ყოფილმა ამერიკულმა სამხედრო-ქიმიურმა კომპანიამ ''მონსანტომ'' შეიმუშავა. 1992 წელს ჩინეთში თამბაქოს მოშენება დაიწყეს, რომელსაც მავნე მწერები ვერაფერს აკლებდა. მაგრამ გმ-პროდუქტების მასობრივი წარმოება აშშ-ში დაიწყეს 1994 წელს, როდესაც დახლებზე ისეთი პომიდვრები გაჩნდა, რომლებიც ტრანსპორტირების დროს არ ფუჭდებოდა. დღეისათვის მსოფლიოში გმ-კულტურათა რამდენიმე ათეული ხაზი არსებობს, მათ შორის სოიის, კარტოფილის, სიმინდის, შაქრის ჭარხლის, ბრინჯის, პომიდვრის, ხორბლის, ნესვის, პაპაიას, ყაბაყის, ბამბის, სელისა და იონჯის.…

ამასთან მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ კარტოფილი ისევ კარტოფილად რჩება, ხოლო პომიდორი - პომიდვრად. და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ დაახლოებით ორმოცი წლის შემდეგ დედამიწის მოსახლეობა იმდენად გაიზრდება, რომ უკვე არა მარტო აფრიკაში, არამედ უფრო ბედნიერ ქვეყნებშიც თავს იჩენს კვების პროდუქტების დეფიციტი, ეს ძალზე აქტუალურია.

თითქოს მოიძებნა შიმშილის არსებული პრობლემის მარტივი გადაწყვეტა პლანეტის ჭარბმოსახლეობის პირობებში. ამასთან გმო-ის მომხრეები აცხადებენ, ჩვენ ისედაც უკვე დიდი ხანია გენმოდიფიცირებული სურსათით ვიკვებებითო - პრაქტიკულად ხომ ყველა ხილი და ბოსტნეული, რაც ჩვენს მაგიდაზე ხვდება, გენეტიკურად განსხვავდება თავიანთი ველური წინაპრებისგან, ოღონდ ეს მოხდა არა გენური ინჟინერიის ზემოქმედებით, არამედ სელექციისა და ძველი თანამედროვე აგრონომების მიერ ჩატარებული ხელოვნური გადარჩევის შედეგად, რომლებიც მცენარეთა ამა თუ იმ სასარგებლო თვისებას ნერგავდნენ. და ამ დროს საშინელი არაფერი ხდება, ასე რომ, საგანგაშოც არაფერია. მიირთვით, ძვირფასებო, ღმერთმა შეგარგოთ. თუმცა, ყველაფერი მთლად ასე როდია.…

არადა, რა კარგად დაიწყო ყველაფერი!

შეიძლება ითქვას, რომ უფრო პირიქითაა: ყვველაფერი საკმაოდ რთულადაა, თუნდაც იმიტომ, რომ აფრიკის უღარიბესმა ქვეყნებმა უკვე ხუთი წელია, რაც გმ-პროდუქტების შეტანა აკრძალეს, როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ მათი გამოყენებით მიღებული ზიანი შიმშილზე უარესია. ევროპაში უკვე დიდი ხანია, მოქმედებს პროდუქტებში გმო-ის შემცველობის ნორმა - არა უმეტეს 0,9%. შვედეთში ის საერთოდ აკრძალულია. მაინც რატომ კრძალავენ მრავალ ქვეყანაში გმო-ს, ტრანსგენურ ორგანიზმთა უსაფრთხოების შესახებ გამოქვეყნებულ მონაცემთა მიუხედავად?

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია