გიგა ბოკერია: ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზი ტრაგიკული შემთხვევა იყო

გიგა ბოკერია: ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზი ტრაგიკული შემთხვევა იყო

ზურაბ ჟვანიას თემა იყო და დღესაც რჩება პოლიტიკური სპეკულაციის ერთ-ერთ თემად, რაც ჩემი აზრით უზნეობაა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა , უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი არსებობს ფაქტი, რომლის დაჯერების საფუძველიც მას არ აქვს, უნდა გამოიძიონ და კონკრეტული მტკიცებულებები წარმოადგინონ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ აღმოჩნდა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ერთად გარდაცვლილი უსუპოვის ფეხსაცმელი შემთხვევის ადგილზე, ბოკერიამ უპასუხა, რომ ამ თემაზე მედია საუბრობს, მაგრამ მთავარია ფაქტი, რა გახდა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.

"მე არ ვიცი, დაიკარგა თუ რა დაემართა ფეხსაცმელს. ჩვენ გვაქვს გამოძიება და მტკიცებულება, რომ სიკვდილის მიზეზი იყო ტრაგიკული შემთხვევა, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება დაუშვებელია", - აღნიშნა ბოკერიამ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა