"თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­ქარ­თულ­დე­ბა" - ეს ისე­თი­ვე გა­მოწ­ვე­ვა­ა, რო­გორიც ან­ბა­ნის შექ­მნა

"თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­ქარ­თულ­დე­ბა" - ეს ისე­თი­ვე გა­მოწ­ვე­ვა­ა, რო­გორიც ან­ბა­ნის შექ­მნა

სულ მა­ლე, ქარ­თუ­ლი ენის გა­დარ­ჩე­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნი­კა­ლუ­რი თა­ნა­მედ­რო­ვე პროგ­რა­მა "ქარ­თუ­ლი ენის ეროვ­ნუ­ლი კორ­პუ­სი" და­ი­ნერ­გე­ბა. პროგ­რა­მას ფრან­კფურ­ტი­დან თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ჩა­მო­ი­ტა­ნენ. პრო­ექ­ტი გო­ე­თეს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თვე­ლი პრო­ფე­სო­რის მა­ნა­ნა თან­დაშ­ვი­ლი­სა და უცხ­ო­ე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. რა­ში მდგო­მა­რე­ობს "ქარ­თუ­ლი ენის ეროვ­ნუ­ლი კორ­პუ­სის" არ­სი და უნი­კა­ლუ­რო­ბა, ამა­ზე პრო­ექ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის წევ­რი ფრი­დონ საყ­ვა­რე­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ქარ­თუ­ლი ენის ეროვ­ნუ­ლი კორ­პუ­სი არის ენის არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბის უზარ­მა­ზა­რი ელექ­ტრო­ნუ­ლი სა­ცა­ვი, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლია მძლავ­რი სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მე­ბით. ის გა­ა­ერ­თი­ა­ნებს ქარ­თულ წე­რი­ლო­ბით ძეგ­ლებ­სა და უახ­ლე­სი ქარ­თუ­ლი ენის წე­რი­ლო­ბით და ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბის ნი­მუ­შებს. ქარ­თვე­ლი ერის­თვის ეროვ­ნუ­ლი კორ­პუ­სის შექ­მნა ისე­თი­ვე კულ­ტუ­რუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­გო­რიც თა­ვის დრო­ზე იყო ან­ბა­ნის შექ­მნა, საღ­მრთო წე­რი­ლის თარ­გმნა ან ქარ­თუ­ლი ენის გან­მარ­ტე­ბი­თი ლექ­სი­კო­ნი. მას აფი­ნან­სებს "ფოლ­კსვა­გე­ნის" ფონ­დი და სე­რი­ო­ზუ­ლი, ორ­მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტი­ა. ქარ­თუ­ლი ენის ეროვ­ნუ­ლი კორ­პუ­სის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია გერ­მა­ნი­ა­ში, 132 მი­ლი­ონ ტო­კენს, ანუ სიტყ­ვა-­ფორ­მას (სიტყ­ვა ყვე­ლა­ნა­ირ ფორ­მა­სა და ბრუნ­ვა­ში) მო­ი­ცავს, თუმ­ცა არ არის დას­რუ­ლე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს კვლე­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 10 წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს. კორ­პუ­სი უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ, რო­გორც ერ­თი მთლი­ა­ნი, მაგ­რამ ის შე­იძ­ლე­ბა იყოს ჟან­რობ­რი­ვი. მაგ. შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს "ვეფ­ხის­ტყა­ოს­ნის" კორ­პუ­სი, რო­მე­ლიც ყვე­ლა სიტყ­ვას მო­ი­ცავს, რაც კი ამ პო­ე­მა­ში­ა. ასე­ვე, შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბობ­დეს პრე­სის კორ­პუ­სი - რაც კი ყო­ველ­დღი­უ­რად ქარ­თულ პრე­სა­ში და­ი­წე­რე­ბა, ავ­ტო­მა­ტუ­რად წა­ვა კორ­პუს­ში. ფრან­კფურ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნები, ქარ­თვე­ლო­ლო­გი იო­სებ გი­ბერ­ტი და პრო­ფე­სო­რი მა­ნა­ნა თან­დაშ­ვი­ლი, რო­მელ­თაც დი­დი შრო­მა და გულ­მოდ­გი­ნე­ბა გას­წი­ეს და სა­ხელ­მწი­ფო და­არ­წმუ­ნეს ამ პროგ­რა­მის სი­კე­თე­ში. ახ­ლა­ხან ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­იხ­სნა კა­ბი­ნე­ტი, რო­მელ­საც ჰქვია ქარ­თუ­ლი ენი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კვლე­ვი­თი ცენ­ტრი. ქარ­თუ­ლი ენის კორ­პუ­სის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც მომ­ზა­დე­ბუ­ლია გერ­მა­ნი­ა­ში, ჩა­მო­ვა და გან­თავ­სდე­ბა ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. ენა ცოცხ­ა­ლი ორ­გა­ნიზ­მია და სულ ვი­თარ­დე­ბა, ასე რომ, კორ­პუ­სის შექ­მნა არას­დროს დამ­თავრ­დე­ბა. მი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ენის ნორ­მა­ლი­ზა­ცია-­სტან­დარ­ტი­ზა­ცი­ა. მაგ. თუ გვინ­და გა­ვარ­კვი­ოთ, სიტყ­ვის ფორ­მა სწო­რია თუ არა, ავი­ღოთ მარ­ტი­ვი მა­გა­ლი­თი - "და­უ­დევს" არის სწო­რი ფორ­მა, "და­უდ­ვი­ა" - არას­წო­რი. კორ­პუ­სის მეშ­ვე­ო­ბით ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვიკ­ვლი­ოთ, ბო­ლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დენ­ჯე­რაა ნახ­მა­რი ორი­ვე მათ­გა­ნი. თუ გა­მო­ირ­კვა, რომ "და­უდ­ვი­ა" ნახ­მა­რია 10 000-ჯერ, "და­უ­დევს" კი 2000-ჯერ, მა­შინ ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რდე­ბი­ან, ხომ არ ჯო­ბი­ა, ის ფორ­მა ვიხ­მა­როთ, რო­მელ­საც მე­ტად იყე­ნე­ბენ. პროგ­რა­მის მომ­ხმა­რე­ბე­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც სკო­ლის მოს­წავ­ლე, ისე პენ­სი­ო­ნე­რი, ვი­ნა­ი­დან ნე­ბის­მი­ე­რი რა­მის გა­მოკ­ვლე­ვა შე­იძ­ლე­ბა - სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი, ლინ­გვის­ტუ­რი...

- რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას ქარ­თუ­ლი ენა და რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ მას გაქ­რო­ბა ემუქ­რე­ბა?

- ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­მოს­ვლამ შე­იძ­ლე­ბა 50-60 წლის შემ­დეგ ენე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­აქ­როს. თან­და­თან შე­მო­დის "ჭკვი­ა­ნი ნივ­თე­ბი" (სმარტ ტჰინგს), რომ­ლე­ბიც იმ ენა­ზე ფუნ­ქცი­ობს, რო­მელ­მა ქვე­ყა­ნა­მაც ის გა­მო­უშ­ვა, ან რო­მე­ლი ენაც ჩატ­ვირ­თა მას­ში. ეს ნივ­თი კე­დელ­ზე გვაქვს მი­მაგ­რე­ბუ­ლი და ვე­უბ­ნე­ბით: აბა­ზა­ნა­ში დამ­რჩა სი­ნათ­ლე და ჩა­აქ­რე. მას იმ ენა­ზე უნ­და უთხ­რა, რო­მე­ლი ენე­ბი­ცაა მას­ში ჩაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლი - ინ­გლი­სუ­რად ან ჩი­ნუ­რად. ასე­თი ნივ­თე­ბი ჩვენ­თან ნელ­-ნე­ლა შე­მო­დის და 5 წე­ლი­წად­ში აღა­რა­ვის გა­უკ­ვირ­დე­ბა. ჩვენ თუ არა, ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ის­წავ­ლი­ან იმ ენას და და­ე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან. ვინც არ იცის, სა­დი­ლი რო­გორ მოამ­ზა­დოს, ნივ­თი უკარ­ნა­ხებს ინ­გლი­სუ­რად, ანუ სა­ყო­ფაცხ­ოვ­რე­ბო ქარ­თუ­ლი ამო­ვარ­დე­ბა, შემ­დეგ კი სა­ლი­ტე­რა­ტუ­რო ქარ­თულ­საც შე­ექ­მნე­ბა პრობ­ლე­მა. პო­ლი­ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამა­ზე მუ­შა­ობს. ჩვენ კორ­პუ­სის დახ­მა­რე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებს გა­ვა­ქარ­თუ­ლებთ, რა­საც სჭირ­დე­ბა მძლავ­რი ლექ­სი­კო­ნე­ბი. და­ვუშ­ვათ, ხვალ მიგ­ვი­ღეს ევ­რო­კავ­შირ­ში, ჩვენ ვალ­დე­ბულ­ნი ვიქ­ნე­ბით, ყვე­ლა კა­ნო­ნი, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტი მი­ი­ღებს, ვთარ­გმნოთ 25 ენა­ზე და გა­ვუგ­ზავ­ნოთ მათ. არის სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს იმის რე­სურ­სი, რომ მაგ. სლო­ვა­კუ­რად ითარ­გმნოს ამ­დე­ნი კა­ნო­ნი? სა­ჭი­როა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი­სა და ორე­ნო­ვა­ნი ლექ­სი­კო­ნე­ბის მომ­ზა­დე­ბა. ამა­ზე უნ­და იზ­რუ­ნოს სა­ხელ­მწი­ფომ. მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს გა­რეთ შექ­მნი­ლი ელექ­ტრო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა. თე­ბერ­ვლის ბო­ლოს ჩა­მო­ვა უცხ­ო­ე­თი­დან სერ­ვე­რე­ბი და მზად იქ­ნე­ბა ფარ­თო მოხ­მა­რე­ბის­თვის. ენის კორ­პუ­სი პარ­ლა­მენტს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში თუ ის კო­მერ­ცი­უ­ლი­ა, ჩვენ­თან ეს კვლე­ვე­ბი ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლის­თვის სრუ­ლი­ად უფა­სო იქ­ნე­ბა.

ესაუბრა ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია