ამერიკელებმა სააკაშვილის "შინაპატიმრობა" მიუსაჯეს?

ამერიკელებმა სააკაშვილის "შინაპატიმრობა" მიუსაჯეს?

მას შემდეგ, რაც საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა, მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არ შემცირებულა. პერიოდულად ინტერნეტში სააკაშვილის პროფესიული საქმიანობის შესახებ ახალი დეტალების შესახებ ხდება ცნობილი. რეზონანსული იყო მისი კიევში ვიზიტიც, სადაც ექსპრეზიდენტმა მაიდანზე შეკრებილ ხალხს მიმართა. "ალიას" რესპოდენტი, პეტრე მამრაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ ახალ ინფორმაციას ფლობს. გთავაზობთ გაზეთში გამოქვეყნებულ ინტერვიუს.

- რა ხდება "ნაცმოძრაობაში"? "ალიას" კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე ესაუბრება:

- ჩემი ინფორმაციით, ამერიკელმა მეგობრებმა სააკაშვილს სთხოვეს, ძალიან ნუ იაქტიურებს, ფაქტობრივად, ის შინაპატიმრობაშია, კონკრეტულად კი აუკრძალეს უკრაინაში ჩასვლა. მას ულტიმატუმი წაუყენეს, ან შეწყვეტს აქტიურ მოქმედებას, ან არადა ისინი მას ვერ დაიცავენ. რა თქმა უნდა, მას ჰყავს დაცვა, მაგრამ ჩემთვის ცნობილი არ არის, ქართველები იცავენ თუ ამერიკელები, რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", ოპტიმისტური განწყობაა, რადგან "ოცნება" შეცდომას შეცდომაზე უშვებს. მათ შორის ის, რომ ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა დიპლომატიური ენით, მაგრამ ძალიან მკვეთრად თქვეს, რომ ვერ მიიღეს პასუხები ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შესახებ, ასევე ვერ მიიღეს პასუხი, ინახება თუ არა ციხეში ვიდეოკადრები. ეს ნიშნავს, რომ მათ არ სჯერათს ხელისუფლების ახსნა-განმარტებისა და ფიქრობენ, რომ მერაბიშვილი ციხიდან გაყვანილია.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ვერ აღმოჩნდა კომუნიკაბელური, რათა არ გაკეთებულიყო მსგავსი ტიპის განცხადება და მიეწოდებინათ მათთვის დამაჯერებელი ინფორმცაია. ხელისუფლებამ აჩუქა სადისტური რეჟიმის შემოქმედთ პოლტიკურად დევნილის იმიჯი. ეს ტენდენცია გადავა სხვებზეც, ამ ყველაფერს ემატება ლარის კურსის ვარდნა, ეკონომიკური, კრიზისი, შესაბამისად, "ნაციონალებს" აქვთ იმედი, რომ ასეთი ტენდენციის ფონზე დავარდება "ოცნების" რეიტინგი და მათ მიეცემათ შანსი ამა თუ იმ ფორმით დაბრუნებისა.

აქვე გეტყვით, რომ "ნაცმოძრაობა" ორად არის გაყოფილი, ეს არის ბოკერიას გუნდი, რომელიც არ აპირებს კურსიდან გადახვევას, ხოლო მეორე გუნდი, სადაც მიშა მაჭავარიანი და გიორგი ვაშაძე მოიაზრებიან, დაინტერესებულია, ისე ჩამოეცალოს სააკაშვილს, რომ მოღალატის სახელი არ დაერქვას. მეტ-ნაკლებად ყველამ იხეირა, სააკაშვილი ხშირად ხმარობდა ტერმინს, - ყველა კარგად მყავს მიხედილიო. დიახ, მას ყველა ნამდვილად მიხედილი ჰყავდა, მეტ-ნაკლებად შეიძლება ყველა მილიარდს ვერ აკეთებდა, მაგრამ ასობით ათასები მისდიოდათ, მის გარემოცვას აგებინებდა ტენდერებს. როგორც კი სააკაშვილი ჩამოსცილდა, ჩვენ ვნახეთ, რა დაემართა ბაქრაძის სიმამრს, სააკაშვილის დროს მოგებული ტენდერების რეალიზებას ვეღარ ახერხებს. ხელისუფლებამ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებელი შედეგი დადოს, "ნაციონალების" შიდა განხეთქილება სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი არ ფიქრობენ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. ასე რომ, უკვე დროა, გავიდნენ რეგიონებში და გადასინჯონ თავისი ძალები და საკუთარი თვალით ნახონ, რა პრობლემების წინაშე დგანან ადამიანები, ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ თბილისით. რეგიონებში "ნაციონალები" აქტიურად მუშაობენ და ფრონტის ხაზი აქვთ გახსნილი.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა