მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის: საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება აღდგება

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის: საქართველოში ავტომობილების ტექდათვალიერება აღდგება

საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას, ე.წ. ტექდათვალიერებას სავარაუდოდ, საერთაშორისო კომპანია TUV Rheinland Group განახორციელებს. განკარგულების პროექტი "საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებაზე გადასვლასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ" მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე მოიწონა.

განკარგულების თანახმად, საქართველოს ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს დაევალათ, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაქვემდებარებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით ტესტირების უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებები აწარმოონ სათანადო გამოცდილების მქონე საერთაშორისო ოპერატორ - TUV Rheinland Group-თან, მასთან საქართველოს მთავრობის სახელით გასაფორმებელი მემორანდუმი შეიმუშაონ და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინონ.

კანონმდებლობის თანახმად, 2015 წლის 1-ელი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას დაექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ყველა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამ დროისთვის საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულია 900 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას 22 აკრედიტებული ტესტირების ცენტრი უზრუნველყოფს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია