რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან მძღოლები მანქანის გარეცხვისთვის 50 ლარით

რა შემთხვევაში დაჯარიმდებიან მძღოლები მანქანის გარეცხვისთვის 50 ლარით

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების გარეცხვა ზღვაში, ტბაში, წყალსაცავში, მდინარეში ან ზედაპირული წყლის სხვა ობიექტში, ანდა მის ნაპირთან, წყლიდან 10 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ცვლილებები 2014 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

გარდა ამისა, ახალი რეგულაციები სატრანსპორტო საშუალებაზე სპეციალური ციმციმა სიგნალის, ხმოვანი სიგნალის, ან სპეციალური ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება, ან ოპერატიული, ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალებებისათვის განსაზღვრული შეფერილობის გამოყენებასაც ეხება, წესის დარღვევაც გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა წლის განმავლობაში - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.

B" კატეგორიის ან "A1" ან "B1" ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე 18 წლამდე ასაკის პირის მიერ მგზავრთა გადაყვანა შემოსავლის მიღების მიზნით (მათ შორის, ტაქსით) ან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე მძღოლად მუშაობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ზემოთჩამოთვლილი რომელიმე სამართალდარღვევის მესამედ ჩადენა, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას. ცვლილებები 2014 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია