სოფო ნიჟარაძის პირველი პოლიტიკური ინტერვიუ

 სოფო ნიჟარაძის პირველი პოლიტიკური ინტერვიუ

საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ქართველი ხალხი თავადაც არაერთხელ შებრძოლებია უსამართლობას, მაგრამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც საპროტესტო აქციების დარბევის გადაწყვეტილებას იღებდნენ, დღეს მხარს უჭერენ უკრაინაში სამთავრობო ძალებთან დაპირისპირებულ ხალხს. გულისხმიერნი გახდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ის პირებიც, რომლებიც გასულ წლებში საქართველოს ხელისუფლების გადაცდომებზე დუმილს ამჯობინებდნენ. დღეს ისინი სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ თანადგომას უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო: ზოგი კიევში მიდის პროტესტანტების გასამხნევებლად, ზოგიც თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით თანაუგრძნობს. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ უკრაინის ჰიმნი შეასრულა და სოციალური ქსელით გაავრცელა. "კვირის პალიტრა" სოფო ნიჟარაძეს ესაუბრა:

- მინდოდა სოლიდარობა გამომეცხადებინა უკრაინელი ხალხისთვის და ვიდეო ჩავწერე. ვაფასებ მებრძოლ უკრაინელ ხალხს და ძალიან განვიცდი, როცა ხალხის ჩაგვრას ვხედავ. ჩემი ქმედება სულიერი გამოძახილიც იყო, რადგან არ მინდა იგივე მოხდეს ჩემს ქვეყანაში.

- საქართველოშიც იყო მსგავსი გამოსვლები და ხელისუფლებამ არაერთხელ გამოიყენა ძალა მომიტინგეთა დასაშლელად. ალბათ, გახსოვთ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები, მაშინ საგანგებო მდგომარეობაც კი გამოაცხადა ხელისუფლებამ.

- ძნელია 2007 წლის 7 ნოემბრისა და იმის შედარება, რაც დღეს უკრაინაში ხდება. რეალობა სრულიად განსხვავებულია. მე მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი, საქართველოში 2008 წლის 9 აგვისტოს ჩამოვედი, სწორედ იმ დროს, როცა ყველაზე ძალიან უჭირდა ქვეყანას. საჰაერო სივრცე ჩაკეტილი იყო და ერევნის გავლით შემოვედი. ვიცოდი, ომის ეპიცენტრში მიწევდა ჩამოსვლა, თუმცა მე ეს არჩევანი გავაკეთე და ვალდებულად ჩავთვალე თავი, ჩემი ხალხის გვერდით ვმდგარიყავი. ამიტომ კრიტიკას, რომ პასუხისმგებლობას გავურბოდი, ვერავისგან მივიღებ.

- უკრაინელი მომიტინგეები ბევრად რადიკალურად იქცევიან, ვიდრე ქართველი დემონსტრანტები იქცეოდნენ.

- მე ჩემი დამოკიდებულება გითხარით. თუ იგივე მოთხოვნები გაჩნდება ჩემს ქვეყანაში, რაც უკრაინელებს აქვთ და საფრთხე შეექმნება დეკლარირებულ საგარეო კურსს, ხალხთან ერთად დავდგები ბარიკადებზე.

- საქართველოს ხელისუფლება 2011 წლის 26 მაისსაც გაუსწორდა დემონსტრანტებს. მაშინ თქვენ საქართველოში ცხოვრობდით, თუმცა არ გიაქტიურიათ. სოციალურ ქსელებშიც ამას გსაყვედურობენ.

- 26 მაისის მოვლენების დროს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო აშშ-ში, სადაც მე საქართველოს ჰიმნი შევასრულე. მივიჩნევ, რომ ქვეყნისთვის სოლიდარობის გამოცხადების ყველაზე მძაფრი გამოხატულება ეროვნული ჰიმნის შესრულებაა და სხვანაირად როგორ გამომეხატა, რას შემომთავაზებდით?!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა