არჩილ კბილაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა

არჩილ კბილაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა

საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა.

"საქართველოს ევროპული არჩევანი" იგივე "სეა" - ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომლის თავმჯდომარე და ერთადერთი დამფუძნებელი თავად კბილაშვილია. ორგანიზაცია ვაჟა-ფშაველას გამზირი 71-ში შპს "აუდიო, ვიდეო დიზაინის" კუთვნილ ფართში განთავსდა. კბილაშვილი ამ შპს-ს ერთ-ერთი დამფუძნებელია.

"სეას" ძირითადი მიზანია საქართველოში ევროპულ ღირებულებებზე დამყარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განმტკიცება. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. იღვაწებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა-განმტკიცებისთვის.ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლის უზენაესობის პრინციპების დაცვას. იზრუნებს ბიზნესის სამართლებრივი რეგულაციების მოწესრიგებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობას დაამყარებს სახელმწიფო დაწესებულებეთან, ბიზნეს წრეებთან, საგანმანათებლო ცენტრებთან, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წამომადგენლებთან, რელიგიურ ორგანიზაცებთან.

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა