თბილისის "ლოკომოტივმა" "ბარსელონა" (U19) დაამარცხა (+ფოტო და ვიდეო)

თბილისის "ლოკომოტივმა" "ბარსელონა" (U19) დაამარცხა (+ფოტო და ვიდეო)

ვასილ მაისურაძე და კომპანია პირდაპირ გვაოცებს. როგორც ცნობილია, 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკემბერში თბილისის "ლოკომოტივი" ჩაიბარა. ეს კი ელიტრაუნდში გასული მისი ნაკრების საბაზო გუნდია.

მაისურაძეს 18-წლამდელთა დამრიგებელი გიორგი დევდარიანი ეხმარება.

"ლოკომოტივი" ესპანურ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 28 იანვარს პირველი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ძალიან გაგვახარა - "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდს შეხვდა და 1:0 დაამარცხა.

კატალონიური კლუბის ვებგვერდი წერდა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხორდი ვინიალსმა "ბარსელონას" ჟუვენილ A-ს, B-სა და კადეტთა გუნდის მოთამაშეები გასინჯა. ის გახარებული იყო იმით, რომ მოედანს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ალექს გრიმალდო, რომელიც ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.

...მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაქვს საფიქრალი. "ბარსელონასთან" მშვენივრად ითამაშა მეკარე ბაჩო მიქავამ, რომელმაც რამდენჯერმე გააუვნებლა კატალონიელთა სახიფათო მცდელობა. პატარა "ბარსა" ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდა, მაგრამ ვერაფერს უხერხებდა "ლოკომოტივს", რომელიც ორგანიზებულად და გააზრებულად მოქმედებდა.

მეორე ტაიმი 4 წუთის განახლებული იყო, როცა თბილისელებმა "ბარსელონას" საჯარიმოსთან ლამაზი და სწრაფი კომბინაცია გაითამაშეს - დავით ჯიქია საჯარიმოში შეიჭრა და მეკარეს შორეულ კუთხეში დაურტყა. 0:1, რომელიც საბოლოო ანგარიში გამოდგა.

იხილეთ ვიდეო

მაისურაძემ ძირითად შემადგენლობაში ათამაშა: ბაჩო მიქავა, ნიკა ჭანტურია, ნიკა სანდოხაძე, დავით მთივლიშვილი, დავით უბილავა, გიორგი დუმბაძე, გიორგი გოროზია, ლუკა კიკაბიძე, ალეკო მზევაშვილი, მამია გავაშელიშვილი, დავით ჯიქია. შეცვლაზე შევიდნენ: რევაზ ჩიტეიშვილი, გიორგი არაბიძე, ლუკა ზარანდია, ჯემალ ყანჭაშვილი, ერეკლე სულთანიშვილი, გიორგი გაბაძე, ნიკა წივწივაძე.

"ლოკომოტივი" შეკრებას აგრძელებს. მაისურაძის ბიჭებს მომდევნო შეხვედრა შვეიცარიული "ბაზელის" 21-წლამდელებთან და ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან" ელით. ბოლო სპარინგს კი "ვალენსია B"-სთან ან სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე "ერკულესის" 21-წლამდელებთან ჩაატარებენ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია