სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობიდან გათავისუფლდა

სოზარ სუბარი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობიდან გათავისუფლდა

სოზარ სუბარის უწყებას იურიდიული დახმარების საკითხთა ნაწილი ოფიციალურად ჩამოშორდა. როგორც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებაშია ნათქვამი, საქართველოს კონსტიტუციის 79–ე მუხლის მე–5 პუნქტისა და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მე–14 მუხლის მე–2 პუნქტის ,,ო" ქვეპუნქტის შესაბამისად, სოზარ სუბარი 26 იანვრიდან გათავისუფლდა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის თანამდებობიდან და დაინიშნა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად.

ასევე პრემიერის ბრძანების მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ გრიგოლ გიორგაძე დაინიშნა, ხოლო მოადგილეებად- ეკატერინე ქრისტესაშვილი, არჩილ თალაკვაძე და ბესიკ დევდარიანი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა