განათლების სამინისტროსთან მანდატურების აქცია გრძელდება

განათლების სამინისტროსთან მანდატურების აქცია გრძელდება

განათლების სამინისტროსთან ამ წუთებში სკოლების მანდატურები საპროტესტო აქციას განაგრძობენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათი მოთხოვნაა,  სამინისტროს მხრიდან მიიღონ მყარი გარანტიები, რომ მანდატურის სამსახური ფუნქციონირებას გააგრძელებს და მანდატურები სამუშაო ადგილებს არ დაკარგავენ.

"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ მოგვცეს მყარი გარანტია განათლების სამინისტრომ, რომ არ დავრჩებით უმუშევრები. ჩვენ არ გვაკმაყოფილებს ის განმარტება, რომ დირექტორების დაქვემდებარების ქვეშ გადავდივართ და ხელფასს მაინც მივიღებთ, რადგან არ ვიცით რა იქნება ორი, ან სამი თვის შემდეგ. ასევე, როგორც გავიგეთ იგეგმება გარკვეული სელექცია მანდატურების. ასევე გავიგეთ, რომ დირექტორებს ჩვენი კონტიგენტი არ აკმაყოფილებთ. საინტერესოა, რას გვიწუნებენ. აქედან გამომდინარე გამოგვაქვს დასკვნა, რომ შესაძლოა იგეგმებოდეს ჩვენი შემცირებაც", - განაცხადა მანდატურმა შორენა ბარაბაძემ.

ამასთან, მანდატურების თქმით, განათლების სამინისტრო საფრთხეს უქმნის უსაფრთხო სკოლებს.

"ამას შეიძლება დაერქვას ერთგვარი საბოტაჟიც, რომელიც მიმართულია სკოლებისკენ და მისი უსაფრთხოებისკენ. ყველა დაგვეთანხმება იმაში, რომ მანდატურის სამსახურის შექმნის მერე სკოლებში უსაფრთხოდ და წესრიგის დაცვით მიმდინარეობდა სწავლება", - აცხადებენ მანდატურები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია