"ნაციონალებმა" 10 000 დროშის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადეს

"ნაციონალებმა" 10 000 დროშის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურმა ოფისმა 10 000 ცალი სახელმწიფო დროშის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. პარტიის სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელის ზაურ სესიტაშვილის განცხადებით, დროშებს პარტიული საქმიანობისთვის ყიდულობენ.

მისივე თქმით, დროშების ღირებულების ოდენობა ჯერ განსაზღვრული არ არის. "სახელმწიფო შესყიდვა არ არის ეს, რომ ფასი წინასწარ გვქონდეს განსაზღვრული. რაც უფრო დაბალია ფასი და მაღალი ხარისხი იქნება, ეს გვინდა. ვინც ყველაზე უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, იმისგან ვიყიდით", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ზაურ სესიტაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა