"ტექდათვალიერება შესაძლოა, მანქანების 50%-მა ვერ გაიაროს"

"ტექდათვალიერება შესაძლოა, მანქანების 50%-მა ვერ გაიაროს"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­მო­ღე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა და კა­მა­თი უკ­ვე კარ­გა ხა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს. გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ სა­კითხ­ის გა­მო შე­მუ­შავ­და, მთავ­რო­ბამ უკ­ვე მო­ი­წო­ნა. ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის პე­რი­ო­დულ ტეს­ტი­რე­ბას, ანუ ე.წ. ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია TUV Rheiland Group გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2015 წლის 1-ლი მარ­ტი­დან და­იწყ­ე­ბა. გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ებს და­ე­ვა­ლათ, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწარ­მო­ონ კომ­პა­ნია TUV Rheiland Group­-თან, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით გა­სა­ფორ­მე­ბე­ლი მე­მო­რან­დუ­მი შე­ი­მუ­შა­ონ და მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გან­სა­ხილ­ვე­ლად წა­რად­გი­ნონ. ტეს­ტი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი და რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა გა­ივ­ლის და მას 22 აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ცენ­ტრი უზ­რუნ­ველ­ყოფს. გვესაუბრება ტრან­სპორ­ტის პროფ­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი ლავ­რენ­ტი ალა­ნია:

- სა­ერ­თოდ, ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა­ში გა­მარ­თუ­ლი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი უნ­და და­დი­ო­დეს. მით უმე­ტეს, რო­ცა ამ სფე­რო­ში სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა და ავ­ტო­ა­ვა­რი­ე­ბიც უფ­რო ხში­რად იმით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი, რომ ჩვენს გზებ­ზე გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ბუ­მი­ა. რაც შე­ე­ხე­ბა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ფასს, ფა­სის დად­გე­ნა ხდე­ბა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ რა უჯ­დე­ბა ამა თუ იმ კომ­პა­ნი­ას ერ­თი მან­ქა­ნის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. ამი­ტომ, ფა­სე­ბი ოპე­რა­ტორ­მა კომ­პა­ნი­ამ უნ­და და­ად­გი­ნოს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჯერ­ჯე­რო­ბით ძნე­ლია ით­ქვას, რა შე­იძ­ლე­ბა იყოს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის ფა­სი. თუმ­ცა, რა­ღაც ზღვა­რი უნ­და და­წეს­დეს. ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა ათა­სი ლა­რი რომ გახ­დეს, ამას ბუ­ნებ­რი­ვი­ა, ყვე­ლა წინ აღუდ­გე­ბა. TUV Rheiland Group, რო­მელ­თა­ნაც მე­მო­რან­დუ­მი უნ­და გა­ფორ­მდეს, არის ოპე­რა­ტო­რი კომ­პა­ნი­ა, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე დი­დი ხა­ნია არ­სე­ბობს და მას­ზე ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ჯერ ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ მე­მო­რან­დუ­მის დო­ნე­ზეა და მოვ­ლე­ნებს წინ ნუ გა­ვუს­წრებთ, ვნა­ხოთ, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა. ამას­თან, ძა­ლი­ან ბევ­რი კითხ­ვა ჩნდე­ბა, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნ­და და­ვუს­ვათ: თუ ერ­თი კომ­პა­ნია იქ­ნე­ბა, ხომ არ იქ­ნე­ბა ის მო­ნო­პო­ლი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში? თა­ნაც, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია 900 ათა­სამ­დე ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა და რამ­დე­ნად შეძ­ლებს 22 ობი­ექ­ტი მათ მომ­სა­ხუ­რე­ბას? ჩე­მი აზ­რით, 22 ტეს­ტი­რე­ბის ცენ­ტრი ამ საქ­მეს არ ეყო­ფა.

- სა­კითხ­ა­ვია ისიც, რამ­დე­ნი მან­ქა­ნა ვერ გა­ივ­ლის ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის პრო­ცე­დუ­რას.

- შე­გახ­სე­ნებთ, რომ 1-ელ მარ­ტამ­დე ყვე­ლას ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სი ტრან­სპორ­ტი გა­მარ­თოს. სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ამის კონ­ტრო­ლი არ არ­სე­ბობს, უამ­რა­ვი მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სტან­დარ­ტებს და თუ სი­ტუ­ა­ცია არ გა­მოს­წორ­და, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი 900 ათა­სი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი შე­იძ­ლე­ბა ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნას უნ­და ჰქონ­დეს კა­ტა­ლი­ზა­ტო­რი, რო­მე­ლიც გა­მო­ნა­ბოლქვს ფილ­ტრავს, უამ­რავ მან­ქა­ნა­ში ის ამო­ღე­ბუ­ლია, იმი­ტომ, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნას გა­წე­ვა არა აქვს. თით­ქმის ყვე­ლა უცხ­ო­უ­რი ტი­პის ავ­ტო­მან­ქა­ნას აქვს ეს პრობ­ლე­მა, ზოგს ხუნ­დე­ბი ან მუხ­რუ­ჭე­ბი არა აქვს წეს­რიგ­ში, ზოგს - ფა­რე­ბი და ა.შ… ასე რომ, 1-ელ მარ­ტამ­დე ყვე­ლა მძღოლ­მა მან­ქა­ნა წეს­რიგ­ში უნ­და მო­იყ­ვა­ნოს და ეს სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ა.

- ხომ არ და­ა­ზა­რა­ლებს ტექ­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის შე­მო­ღე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის იმ ფე­ნას, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად ძვე­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი ჰყავს?

- რა­ტომ და­ა­ზა­რა­ლებს, რო­ცა შე­იძ­ლე­ბა ამ ხალ­ხმა მან­ქა­ნა გა­მარ­თოს? მან­ქა­ნის სიძ­ვე­ლეს, მის წლო­ვა­ნე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, მთა­ვა­რი მი­სი ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. ასეთ დროს ერ­თი მარ­ტი­ვი კითხ­ვა მიჩ­ნდე­ბა - რა აზ­რი აქვს ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი ავ­ტო­მან­ქა­ნით სი­ა­რულს, ეს მან­ქა­ნა დღეს თუ ხვალ ხომ მა­ინც გა­მო­ვა მწყობ­რი­დან და გა­ჩერ­დე­ბა?

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია