საფრანგეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან არ შევიდნენ

საფრანგეთის ხელისუფლება თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან არ შევიდნენ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან არ შევიდნენ.

როგორც საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ გვერდზე, რუბრიკაში - "რჩევები მოგზაურთათვის" საფრანგეთის მოქალაქეების საყურადღებოდ დამატებით გაფრთხილებას ავრცელებს.

"სოჭის ზამთრის ოლიმპიადის მოახლოებასთან დაკავშირებით შეგახსენებთ, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილება კატეგორიულად არარეკომენდირებულია. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი პიროვნება, რომელიც ამ რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გადაჰკვეთს საზღვარს, არღვევს საქართველოს კანონმდებლობას და ექვემდებარება სისხლის სამართლებრივ დევნას", - აღნიშნულია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა