სკანდალური ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, გენერალ ნაირაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

სკანდალური ვიდეოს ერთ-ერთი მონაწილის, გენერალ ნაირაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეო რგოლი, სადაც ყოფილი მაღალჩინოსნები, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, დათა ახალია, ერეკლე კოდუა და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს არიან აღბეჭდილი.

"გურია ნიუსმა" გავრცელებულ ვიდეო კადრში, სამხედრო ატაშე დიდ ბრიტანეთში, გენერალი დავით ნაირაშვილი ამოიცნო. გამოცემა მას კომენტარისთვის დიდ ბრიტანეთში დაუკავშირდა, რაზეც ნაირაშვილმა განაცხადა, რომ არ სურდა მისი სახელის დაფიქსირება. თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, "გურია ნიუსმა" ინტერვიუ მაინც გამოაქვეყნა.

-ბატონო დავით, სოციალური ქსელით გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ყოფილ მაღალჩინოსნებთან ერთად, ერთ-ერთი თქვენ ხართ. რატომ იყავით იქ, რას გეგმავდით, რა ხდება ვიდეო კადრებში?

- არაფერი არ ხდება. ეს არის მუხროვანის ამბოხება. მე ვხელმძღვანელობდი შტაბს. მაგის "სასტავი" რომ გაიქცნენ, სამი კაცი რომ იყვნენ, გახსოვთ?! უბრალოდ, ისინი გაიქცნენ და ვანო გაღიზიანდა ამ კონკრეტულ საკითხზე. იგულისხმა ან დაიჭირეთ, ან რაღაცა ქენით, მომიყვანეთ ეს ხალხიო. მეტი არაფერი.

-ბატონო დავით, ამ წუთისთვის ბრიტანეთში თქვენი რეგალია რა არის?

- არაფერი არ უნდა დაწერო. მე თქვენ უბრალოდ გეუბნებით ამ ინფორმაციას. მაგრამ, არაოფიციალურად. კანონის თანახმად, მე არ მაქვს უფლება, ნებისმიერ ამბავზე გავცე კომენტარი. უბრალოდ გეუბნებით: ის იდიოტური აჟიოტაჟი, რომელიც არსებობს, რამენაირად მოიხსნას. მეტი არაფერი. თითიდან გამოწოვილი ვითომ რაღაც ამბავია. არაფერი არ არის. იქ, ჩემს გარდა, 1000 კაცი იყო. ვინც ახლა თბილისშია. იმათ დაურეკეთ.

-კადრში ჩანს დათა ახალაია. ნამდვილად არ ვიცი, როგორ უნდა დავუკავშირდე, თორემ დავურეკავდი.

- მიშას დაურეკეთ ამერიკაში. ის თავისუფლად მოგცემთ კომენტარს. ან გიგი უგულავას დაურეკეთ, მან ყველაფერი იცის მშვენივრად. კოდუა თბილისშია?

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა