მართლმადიდებლობა და განსაცდელი: "ჩვე­ნი სი­სუს­ტის გა­მო ვმარ­ცხ­დე­ბით"

მართლმადიდებლობა და განსაცდელი: "ჩვე­ნი სი­სუს­ტის გა­მო ვმარ­ცხ­დე­ბით"

გან­საც­დე­ლი - ასე უწო­დე­ბენ რე­ლი­გი­ურ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში მომ­ხ­დარ დიდ უსი­ა­მოვ­ნე­ბას, უბე­დუ­რე­ბას. გან­საც­დე­ლი, რო­გორც წე­სი, ადა­მი­ანს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ატყ­დე­ბა თავს და ის, ვინც სიმ­ტ­კი­ცეს ვერ გა­მო­ი­ჩენს, ვი­საც უფ­ლის რწმე­ნა და სა­სო­ე­ბა არა აქვს, შე­იძ­ლე­ბა სუ­ლი­ე­რა­დაც გა­ა­ნად­გუ­როს. რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს და შე­ებ­რ­ძო­ლოს ქრის­ტი­ა­ნი გან­საც­დელს - ამ სა­კითხ­ზე კო­მენ­ტა­რი მღვდელ მი­ქა­ელ მეკ­რა­ვიშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- გან­საც­დე­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვე­რა­ვინ ცხონ­დე­ბო­დაო - ბრძა­ნე­ბენ წმინ­და მა­მე­ბი. ამ სიტყ­ვებ­ში კარ­გად ჩანს, თუ რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ჩვენ­თ­ვის, ქრის­ტი­ა­ნე­ბი­სთ­ვის გან­საც­დელს. სა­ჭი­როა ძა­ლი­ან დი­დი სიმ­ტ­კი­ცე და სიძ­ლი­ე­რე, რომ ცხოვ­რე­ბის გზა­ზე შემ­ხ­ვედრ ათას­გ­ვარ დაბ­რ­კო­ლე­ბას შე­ვებ­რ­ძო­ლოთ და გა­ვუძ­ლოთ. მე­ო­რე მხრივ, უნ­და დავ­ფიქ­რ­დეთ, იქ­ნებ ჩვე­ნი არას­წო­რი ცხოვ­რე­ბი­თაც არის გა­მოწ­ვე­უ­ლი ის, რაც შეგ­ვემ­თხ­ვა? იქ­ნებ ჩვე­ნი საქ­ცი­ე­ლით მო­ვიმ­კეთ ის, რაც თავს დაგ­ვატყ­და? ამი­ტომ ჩვენს ცხოვ­რე­ბას ყუ­რადღე­ბით უნ­და გა­დავ­ხე­დოთ, გან­საც­დე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში იმი­ტომ ხდე­ბა, რომ უფ­რო ფხიზ­ლად ვი­ყოთ, მივ­ხ­ვ­დეთ, რომ ამ­ქ­ვეყ­ნად არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი მხარ­ში დგო­მა, დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ და მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე არ ვი­ფიქ­როთ. გან­საც­დე­ლის ღირ­სე­უ­ლად დათ­მე­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში კი, უფ­ლი­სა­გან უდი­დეს ჯილ­დო­სა და სუ­ლი­ერ შვე­ბას მი­ვი­ღებთ. გან­საც­დე­ლი ცუდს კარ­გად აქ­ცევს, ხო­ლო კარგს - უკე­თე­სად. "ე­საა ქუ­რა – ოქ­როს გან­საწ­მე­დე­ლი, ესაა წის­ქ­ვი­ლი – ხორ­ბ­ლის და­საფ­ქ­ვე­ლი, ესაა ცეცხ­ლი, რო­მე­ლიც ეკალ-ბარ­დებს შე­მუს­რავს, რა­თა მი­წამ შეძ­ლოს, რომ მი­ი­ღოს თეს­ლი კე­თი­ლი" - ამ­ბობს წმინ­და იოანე ოქ­რო­პი­რი გან­საც­დე­ლის შე­სა­ხებ.

- მა­მაო, გან­საც­დე­ლი ხში­რად მარ­თალ ადა­მი­ან­ზეც მო­დის, უფა­ლიც ხომ ამ­ბობს - ვინც მიყ­ვარს, იმას უფ­რო მე­ტად გა­მოვ­ც­დიო.

- არ უნ­და დაგ­ვა­ვიწყ­დეს, რომ ჩვენ წუ­თი­სო­ფელ­ში ვართ და აქ ყო­ველ­თ­ვის იქ­ნე­ბა გან­საც­დე­ლი. არის შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც ღმერ­თი უშ­ვებს ჩვენს თავ­ზე გან­საც­დელს, რა­თა ამით გა­მოგ­ვ­ცა­დოს. მთა­ვა­რია, ეს გა­მოც­და ღირ­სე­უ­ლად გა­ვი­ა­როთ. ამის სა­უ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თია მარ­თა­ლი იობის ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­მაც და­კარ­გა შვი­ლე­ბი, ოჯა­ხი, ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი, რაც გა­აჩ­ნ­და და ვინც უყ­ვარ­და, მაგ­რამ ერ­თი საყ­ვე­დუ­რიც კი არ წა­მოს­ც­დე­ნია და უფა­ლი ერ­თხე­ლაც არ და­უგ­მია. იობ­მა და­ით­მი­ნა და უფ­ლი­სა­გან დი­დი მად­ლი და სი­კე­თეც მი­ი­ღო. სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ ამ სა­კითხის მი­მართ წმინ­და მა­მებს: გან­საც­დე­ლის გა­რე­შე უღ­ვ­თოდ დარ­ჩე­ნილ­ნი უფალს ცრემ­ლით ევედ­რე­ბოდ­ნენ, რომ ყოვ­ლის შე­მოქ­მედს მათ­თ­ვის გან­საც­დე­ლი მო­ევ­ლი­ნა, ვი­ნა­ი­დან გან­საც­დე­ლის არ­ქო­ნა უფ­ლის­გან მი­ტო­ვე­ბუ­ლო­ბაა, სი­შო­რეა. გა­იხ­სე­ნეთ, რო­გორ წუხ­და მა­მა ფი­ლა­რე­ტი - შვი­ლო, ღმერ­თ­მა მი­მა­ტო­ვა: დღეს ერ­თი გან­საც­დე­ლიც კი არ მქო­ნიაო. ბერს სურ­და ყო­ველ­დღე ებ­რ­ძო­ლა გან­საც­დე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რა­თა ქრის­ტე­სა­გან შე­სა­ბა­მი­სი გვირ­გ­ვი­ნი მი­ე­ღო. თუმ­ცა, უბ­რა­ლო ადა­მი­ანს ამ­დე­ნი სუ­ლი­ე­რი ძა­ლა არა აქვს, ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ და­ან­გ­რი­ოს და გა­ა­ბო­რო­ტოს გან­საც­დელ­მა, სწო­რედ ამი­ტომ ლო­ცუ­ლო­ბენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი და უფალს ევედ­რე­ბი­ან: "და ნუ შე­მიყ­ვა­ნებ ჩვენ გან­საც­დელ­სა". თუმ­ცა, თავს და­ტე­ხი­ლი გან­საც­დე­ლის ჟამს გა­ბო­რო­ტე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. ამ დროს უფალს უნ­და ვთხო­ვოთ შვე­ლა და ხე­ლი არ უნ­და ჩა­ვიქ­ნი­ოთ. თუმ­ცა ამის ნაც­ვ­ლად, რო­ცა გან­საც­დე­ლი გვეწ­ვე­ვა, ჩვენ ვდრტვი­ნავთ და ვსაყ­ვე­დუ­რობთ, იმის მა­გი­ერ, რომ მას მოთ­მი­ნე­ბით, თავ­და­ჭე­რი­ლო­ბი­თა და ლოც­ვით შევ­ხ­ვ­დეთ. ყვე­ლა­ზე დი­დი გან­საც­დე­ლი ხში­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბა და სწო­რედ იმ წუ­თებ­ში უნ­და გა­მო­ვი­ჩი­ნოთ სუ­ლი­ე­რი სიმ­ტ­კი­ცე და მხნე­ო­ბა, გულ­ში უნ­და ვი­მე­ო­როთ, რომ გან­საც­დე­ლი გზაა ღვთი­სა­კენ… გზა იმ მორ­წ­მუ­ნი­სა, რომ­ლის ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ მი­ზანს ღვთის მცნე­ბა­თა აღ­ს­რუ­ლე­ბა და ცა­თა სა­სუ­ფევ­ლის მკვიდ­რო­ბა წარ­მო­ად­გენს. ამა­ვე დროს გან­საც­დე­ლი "გან­მ­წ­მე­დელ არს სუ­ლი­სა". სუ­ლის გან­წ­მენ­და კი და­უს­რუ­ლე­ბლად გრძელ­დე­ბა ქრის­ტი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში, ამი­ტომ გან­საც­დე­ლი არა ერ­თხელ, არა­მედ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე უნ­და და­ით­მი­ნოს, ვი­ნა­ი­დან მო­ცი­ქუ­ლი გვას­წავ­ლის: "რო­მელ­მან და­ით­მი­ნოს სრუ­ლი­ად, იგი ცხონ­დე­სო". ზოგ­ჯერ ადა­მი­ან­ზე გან­საც­დე­ლი მის გონ­ზე მო­სას­ვ­ლე­ლად და ღვთის სა­დი­დე­ბ­ლად ეშ­ვე­ბა, მაგ­რამ უფა­ლი ადა­მი­ანს იმ­ხე­ლა გან­საც­დელს აძ­ლევს, რომ­ლის და­ტე­ვაც შე­უძ­ლია. შე­მოქ­მე­დი არ და­უშ­ვებს თა­ვის უსაყ­ვარ­ლეს ქმნი­ლე­ბა­ზე, ადა­მი­ან­ზე, უფ­რო დიდ გან­საც­დელს, რომ­ლის ატა­ნა და დაძ­ლე­ვაც მას არ შე­უძ­ლია. ღვთი­სა­გან დაშ­ვე­ბუ­ლი გან­საც­დე­ლე­ბი ჩვე­ნი ძა­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სი­სუს­ტის გა­მო ვმარ­ცხ­დე­ბით და ვიდ­რი­კე­ბით.

- მშობ­ლე­ბი ხში­რად კითხუ­ლო­ბენ: რო­გორ და­ვიც­ვათ შვი­ლე­ბი გან­საც­დე­ლი­სა­გან, რო­მე­ლიც მათ ქუ­ჩა­ში, იმ გა­რე­მოც­ვი­სა­გან ელო­დე­ბათ, რო­მელ­შიც ყოფ­ნა უწევ­თო…

- ამ თე­მა­ზე ად­რეც მით­ქ­ვამს და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ: იმი­სათ­ვის, რომ ბავ­შ­ვი არ აჰ­ყ­ვეს არა­სა­სურ­ველ ნაც­ნობ-მე­გობ­რებს, ის და­კა­ვე­ბუ­ლი უნ­და იყოს, დროც არ უნ­და ჰქონ­დეს იმი­სათ­ვის, რომ ქუ­ჩა­ში უსაქ­მოდ დად­გეს. ბავ­შ­ვი უნ­და იყოს და­კა­ვე­ბუ­ლი სპორ­ტით, უნ­და და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ ხე­ლოვ­ნე­ბით, ბო­ლოს და ბო­ლოს, წიგ­ნის კითხ­ვა შე­ვაყ­ვა­როთ. სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი რა ხდე­ბა? - ხში­რად მშო­ბე­ლი თვი­თონ ეწე­ვა სი­გა­რეტს და შვილს უშ­ლის - არ მოს­წიოო, მთვრა­ლია და ჭკუ­ას არი­გებს - ნუ და­ლე­ვო, ან იგი­ნე­ბა და შვილს უკ­რ­ძა­ლავს გი­ნე­ბას. ბავ­შ­ვი­სათ­ვის მშო­ბე­ლი უნ­და იყოს მა­გა­ლი­თი, რომ­ლი­თაც ის იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს ცხოვ­რე­ბის გზა­ზე და რო­მელ­საც მი­ჰბა­ძავს. მო­ზარ­დ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და იაროს ეკ­ლე­სი­ა­ში, რომ ის ხში­რად ვა­ზი­ა­როთ. მოძღ­ვა­რი უნ­და იყოს მი­სი სუ­ლი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და დამ­რი­გე­ბე­ლი, რომ­ლის რჩე­ვა­საც ძა­ლი­ან დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა და დატ­ვირ­თ­ვა ექ­ნე­ბა. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, ბავ­შ­ვი არა­სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს უნ­და მო­ვა­რი­დოთ - ეს ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვი და სწო­რი გზაა მი­სი აღ­ზ­რ­დი­სათ­ვის.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია