სოჭის ოლიმპიადაზე ქართული ღვინოც იქნება წარმოდგენილი

სოჭის ოლიმპიადაზე ქართული ღვინოც იქნება წარმოდგენილი

სოჭის ოლიმპიადაზე ქართული ღვინო სავარაუდოდ გამოჩნდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ქართული ღვინო საკმაოდ წარმატებით არის წარმოდგენილი რუსულ ბაზარზე და ღვინის წაღება სოჭის ოლიმპიადაზე დისტრიბუტორების და იმპორტიორების პრეროგატივაა.

"სოჭის ოლიმპიადაზე ქართული ღვინო სავარაუდოდ გამოჩნდება, ვინაიდან საკმაოდ წარმატებით არის წარმოდგენილი რუსულ ბაზარზე. ეს ალბათ დისტრიბუტორების და იმპორტიორების პრეროგატივაა. ქართული კომპანიები, რა თქმა უნდა, ამას მიესალმებიან, თუმცა რაიმე კოორდინირებული და წინასწარ დაგეგმილი გადაწყვეტილებები ამის შესახებ არ არსებობს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია