აქციის მონაწილეებმა მერაბიშვილის ბანერი გადაღებეს და მის ჩამოხსნას ითხოვენ

აქციის მონაწილეებმა მერაბიშვილის ბანერი გადაღებეს და მის ჩამოხსნას ითხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისთან გამართული საპროტესტო აქციაა, მონაწილეები პარტიის ოფისის შენობიდან ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ბანერის ჩამოხსნას ითხოვენ.

როგორც აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მელორ ვაჩნაძემ განაცხადა, დღემდე ამ ორგანიზაციის კედელზე გამოკრულია ბანერი წარწერით - "თავისუფლება ვანო მერაბიშვილს".

"ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ამ ბანერის ჩამოხსნას. ამ ორგანიზაციაზე მხოლოდ ეს ბანერები უნდა იყოს გაკრული, რომელიც დღეს აქციის მონაწილეებს უჭირავთ. ესენი იყვნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები და უნდა დაისაჯონ", - აღნიშნა მელორ ვაჩნაძემ.

აქციის მონაწილეებს დღეს ჰქონდათ ბანერები, სადაც გამოსახული იყო 26 მაისის, ასევე 7 ნოემბრის ამსახველი ფოტოები. გარდა ამისა, მათ სანდრო გირგვლიანი და სხვა წინა ხელისუფლების დროს დაღუპული ახალგაზრდების სურათები.

აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის, ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, მერაბიშვილის მიმართ ბრალი აუცილებლად უნდა დამძიმდეს და ასევე დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მუხროვანის სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.

"ჩვენ შეგვწევს ძალა, ბოლომდე ვიბრძოლოთ, რომ მერაბიშვილი ციხიდან ვერ გამოვიდეს. მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა ჯაბა ჯიშკარიანმა.

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით კი, ისინი მიმართავენ თავდაცვის სამინისტროს, რომ ვიდეოკადრებში ნაჩვენებ ერთ-ერთ პირს, ნაირაშვილს შეუჩერდეს უფლებამოსილება და ასევე დადგეს იმათი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც მონაწილეობდა მუხროვანის მოვლენებში.

დღევანდელი აქცია მუხროვანის მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დაიგეგმა. აქცია გაიმართა წუხელაც, რომლის დროსაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე გამოკრულ ვანო მერაბიშვილის ფოტოს წითელი საღებავი შეასხეს.

ასევე იხილეთ: "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა