ავტომობილების ტექდათვალიერების ღირებულება ცნობილია

ავტომობილების ტექდათვალიერების ღირებულება ცნობილია

ავტომობილების ტექდათვალიერების ღირებულება 50 ლარს არ აღემატება, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით არსებობს შეთანხმება კონკრეტულ გერმანულ კომპანიასთან და ტექდათვალიერება მოსახლეობას მძიმე ტვირთად არ დააწვება. სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ტექდათვალიერების სავალდებულოდ გავლა ასოცირების შეთანმხების ხელმოწერისა და ძალაში შესვლიდან 4 წლის შემდეგ იქნება.

როგორც ალექსი პეტრიაშვილმა განმარტა, საუბარია დაახლოებით 2019-2020 წლებზე.

ამასთან, ავტოსატრასპორტო საშუალებების ტექდათვალიერება საქართველოში 2015 წლის პირველი მარტიდან იწყება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია