ილია მეორე - "ჩვენ ძალიან შორს ვართ შრომისგან და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას

ილია მეორე - "ჩვენ ძალიან შორს ვართ შრომისგან და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას

ჩვენ ზომიერება გვაკლია, გვახასიათებს თავისუფალი ცხოვრება, ზედმეტი განცხრომა, სიხარული და მწუხარება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა მრევლს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით შექმნილი ნამუშევრების წარდგენა სთხოვა, რომელიც მათ პატრიარქის გასული კვირის ქადაგების თანახმად უნდა დაეწერათ, თემაზე – "განწყობა შრომისთვის". თემა არავინ წარადგინა, რის შემდეგაც ილია მეორემ ბრძანა, რომ ქართველი ხალხი შორს არის შრომისგან.

"ჩვენ ძალიან შორს ვართ შრომისგან და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. ჩვენ გვახასიათებს თავისუფალი ცხოვრება, ზედმეტი განცხრომა, სიხარული და ზედმეტი მწუხარება, ზომიერება გვაკლია", - ბრძანა უწმინდესმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს თემაზე "განწყობა შრომისთვის" თემის მომზადება გასულ კვირას, ქადაგებისას დაავალა. როგორც ილია მეორემ ბრძანა, ადამიანები უნდა დაფიქრდნენ შრომაზე და მასთან მიმართებაში განწყობის როლსა და მნიშვნელობაზე.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადრე დაწოლა და ადრე ადგომა, -  ბრძანა ილია მეორემ.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ადამიანებმა ყურადღება უნდა მიაქციონ დროს. "ჩვენ დროის ფასი არ ვიცით. როდესაც ვიყავი გერმანიაში, თან მიკვირდა, თან მშურდა როგორ აფასებენ დროს.

პროფესორი მუშაობას იწყებს 6-7 საათზე. ვეკითხებოდი, როდის დგებოდა. მითხრა, რომ ხუთის ნახევარზე დგებოდა და მთელ საქმეს შუა დღემდე აკეთებდა. ყველაზე ნაყოფიერია შუა დღემდე გაკეთებული საქმე. შრომა დაკავშირებული უნდა იყოს დროსთან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადრე დაწოლა და ადრე ადგომა. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისა და მომავლისთვის", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ისურვა, რომ ღმერთმა ქართველ ერს მისცეს გული გონიერი, სიბრძნე და ანალიტიკური აზროვნება. "ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ ის, როგორ დავიწყოთ ესა თუ ის საქმე, არამედ უნდა წარმოვიდგინოთ შედეგიც. ბოლოს უნდა ვხედავდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. არ მგონია, რომ გამოუსწორებლები ვართ. ღვთის მადლით აუცილებლად გამოვსწორდებით და ჩავდგებით კალაპოტში. ეს გამოსწორება უპირველეს ყოვლისა ჩემგან უნდა დავიწყოთ და მერე თქვენგან", - აღნიშნა უწმინდესმა.

ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია