საქართველოში ჰაერის ტემპერატურა - 20 გრადუსამდე დაეცემა

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა - 20 გრადუსამდე დაეცემა

საქართველოში წუხელ ძლიერი ყინვა დაფიქსირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ყინვა გაძლიერდა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 6 თებერვლამდე - 15 გრადუსამდე დაეცემა, ზოგ რაიონში კი -20-მდე. თბილისში წუხელ - 11 გრადუსი იყო. დასავლეთ საქართველოში შემდგომ დღეებში ყინვები გაძლიერდება და - 3-დან -7-მდე გრადუსს მიაღწევს.

ამასთან, დღეს, შუადღიდან აღმოსავლეთ საქართველოში თოვა შეწყდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 თებერვლიდან დაიწყება დათბობა, თუმცა სუსტი ყინვა გარკვეული დღეების განმავლობაში მაინც შენარჩუნდება.

იხილეთ ამინდის ვრცელი პროგნოზი dari.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია