გათავისუფლდება თუ არა დავით კეზერაშვილი გირაოს სანაცვლოდ, დღეს გახდება ცნობილი

გათავისუფლდება თუ არა დავით კეზერაშვილი გირაოს სანაცვლოდ, დღეს გახდება ცნობილი

ფრანგული სასამართლო თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის პატიმრობის საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა შოთა მინდელმა განუცხადა, სწორედ დღეს გამოაცხადებს მოსამართლე გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გათავისუფლდება თუ არა კეზერაშვილი გირაოს სანაცვლოდ.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ კეზერაშვილი დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდეს, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსტრადიციის საკითხზე ფრანგული სასამართლო გადაწყვეტილებას 27 თებერვალს გამოიტანს, არც ის არის გამორიცხული ის ამ დრომდე პატიმრობაში დარჩეს.

როგორც გასულ კვირას ადვოკატმა განაცხადა, ფრანგმა პროკურორმა, რომელიც საქართველოს პროკურატურის ინტერესებს იცავდა, ექს-ან პროვანსის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ კეზერაშვილის ექსტრადირება არ უნდა განხორციელდეს.

დავით კეზერაშვილის ადვოკატების აზრით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ კეზერაშვილი სასამართლოს ვერდიქტამდე პატიმრობაში დატოვონ. ადვოკატებს ასევე იმედი აქვთ, რომ კეზერაშვილის ექსტრადიცია არ მოხდება.

კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რიყისა და "ტელე იმედის" გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ