თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო ბურჯანაძის დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო ბურჯანაძის დაკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის დაკითხვა მიმდინარეობს.

დაკითხვის დაწყებამდე მოსამართლემ განაცხადა, რომ სასამართლოსთან პროცესის დაწყებამდე მომხდარი ინციდენტის შესახებ შეიტყო და თუკი იგივე დარბაზშიც განმეორდება, პროცესს დახურავს.

პროცესზე 26 მაისს გარდაცვლილი პოლიციელის, ვლადიმერ მანსურაშვილის დედაც იმყოფება. დარბაზში იმყოფებიან ასევე შოთა უტიაშვილი, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრები.

26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის გარდა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილიც დაიკითხება. დასაკითხ მოწმეთა შორის არიან ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ვანო მერაბიშვილისა და ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ოთარ თავართქილაძე, რომელიც ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერია.

"დემოკრატიული მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები "თავისუფალი ზონის" მიერ ორგანიზებულმა აქციამ და მისმა სლოგანმა: "ბურჯანაძეების ოჯახი გრუ-ს ჯაშუშები" გააღიზიანა, რასაც სასამართლოს ეზოს შესასვლელთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ