ჯოან როულინგი ნანობს, რომ ჰარი პოტერი და ჰერმიონა გრეინჯერი არ შეაუღლა

ჯოან როულინგი ნანობს, რომ ჰარი პოტერი და ჰერმიონა გრეინჯერი არ შეაუღლა

ჯოან როულინგმა აღიარა, რომ თავიდან ჰარი პოტერისა და ჰერმიონა გრეინჯერის შეუღლებას გეგმავდა და ნანობს, რომ ბოლო წიგნში ჰერმიონა და რონ უიზლი დააქორწინა. ჟურნალ Wonderland-თან ინტერვიუში როულინგმა ამ გადაწყვეტილებას შეცდომა უწოდა და განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა ჰერმიონა და ჰარი ერთად დარჩენილიყვნენ.

გარდა ამისა, მწერალმა ივარაუდა, რომ ჰარისა და მის ერთგულ მეგობარ რონ უიზლის, რომელთანაც მან რომანი გააბა, რეალურ ცხოვრებაში ოჯახის ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდებოდათ.

როულინგმა თავისი წიგნის ფანებს ბოდიში მოუხადა. მან ასევე დასძინა, რომ "ეს არჩევანი პირადი მიზეზების გამო გააკეთა".

ინტერვიუში მონაწილეობას მსახიობი ემა უოტსონიც იღებდა, რომელმაც წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმში ჰერმიონა გრეინჯერის როლი შეასრულა. უოტსონი როულინგის აზრს იზიარებს: "ვფიქრობ ბევრ გულშემატკივარს ესმის ეს და უკვირს - ნამდვილად შეძლებდა თუ არა რონი მის გაბედნიერებას".

ჯოან როულინგი ამჟამად ჰარი პოტერზე თეატრალურ დადგმაზე მუშაობს.

სიუჟეტით, რომანის ფინალში ჰარი პოტერი ცოლად რონის დას, ჯინის ირთავს, მათ სამი შვილი შეეძინათ, ხოლო რონსა და ჰერმიონას - ორი.

როულინგმა ახალგაზრდა ჯადოქარ ჰარი პოტერზე შვიდი რომანი დაწერა,  რომლებიც 1997-2007 წლებში გამოქვეყნდა. წიგნების 400 მლნ ეგზემპლარი გამოვიდა და მსოფლიოს 65 ენაზე ითარგმნა.

მომზადებულია The Sunday Times-ის მიხედვით.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეხუთე თავი)

25 მაისს სერია "ქართველი მეფეების" 30-ე ტომი "კვირიკე III" გამოიცემა

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეოთხე თავი)