"ნაციონალებს" კომპრომატი ახალ მთავარ პროკურორზეც აქვთ?

"ნაციონალებს" კომპრომატი ახალ მთავარ პროკურორზეც აქვთ?

სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნაცხ­ა­დეს, რომ ახა­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის დამ­კვიდ­რე­ბის პრო­ცესს ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს. თუმ­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან ცო­ტა ხნის წინ დათხ­ოვ­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გი­ორ­გი ნო­ზა­ძე სკეპ­ტი­კუ­რა­დაა გან­წყო­ბი­ლი:

- რო­გორც კი მო­ვი­და ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე, ბა­დაშ­ვი­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად და­ნიშ­ნა, ანუ ის ჩე­მი უშუ­ა­ლო ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. სწო­რედ მან მა­ი­ძუ­ლა და­მე­წე­რა გან­ცხა­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ, თა­ნაც და­მე­მუქ­რა. საქ­მე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ვა­წარ­მო­ებ­დი, იმ მნიშ­ვნე­ლო­ბი­სა­ა, რომ თუ უფ­რო­სი ჩა­საფ­რე­ბუ­ლი მე­ყო­ლე­ბო­და, შე­იძ­ლე­ბო­და მთლად და­ვე­ღუ­პე, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წას­ვლა ვარ­ჩი­ე. რაც შეეხე­ბა ფარ­ცხა­ლა­ძეს და მის გუნდს, ისი­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში იმის­თვის მო­ვიდ­ნენ, რომ თა­ვი­ან­თი საქ­მე­ე­ბი გა­და­ფა­რონ. ისი­ნი ყვე­ლა­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს მუ­შა­ობ­დნენ ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში. ეს ის პე­რი­ო­დი­ა, მო­ქა­ლა­ქე­ებს შუ­ა­ღა­მი­სას რომ ეღ­ვი­ძე­ბო­დათ და სურ­ვი­ლი უჩ­ნდე­ბო­დათ, სა­კუ­თა­რი ქო­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ეჩუ­ქე­ბი­ნათ. ხალ­ხი მათ­თან ერ­თად წერ­და ასეთ გან­ცხა­დე­ბებს. არ­სე­ბობს 9 200 ჩუ­ქე­ბის გან­ცხა­დე­ბა, ანუ 9 200 მო­ქა­ლა­ქეს გა­უჩ­ნდა სურ­ვი­ლი, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლ-კა­რი ან სხვა ქო­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ეჩუ­ქე­ბი­ნა. ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის 70% ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ზე მო­დი­ო­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებ­მა შემ­დეგ საშ­ვე­ლად მი­მარ­თეს პრო­კუ­რა­ტუ­რას და მათ გან­ცხა­დე­ბებ­ზე რომ ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა წარ­მარ­თუ­ლი­ყო, ბევრ თა­ნამ­შრო­მელს კარ­გი დღე არ და­ად­გე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ესე­ნი მო­ვიდ­ნენ იმი­სათ­ვის, რომ ამ საქ­მე­ებს "უ­პატ­რო­ნონ­". ბა­დაშ­ვილს სა­ერ­თოდ არ მო­უ­კითხ­ავს ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მე მქონ­და. თუ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზეა ლა­პა­რა­კი, 10 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ კა­ცი ამ საქ­მე­ებს არ მო­ი­კითხ­ავს, უკ­ვე გა­სა­გე­ბია მი­სი მიზ­ნე­ბი.Kკარტს ბო­ლომ­დე გავ­ხსნი: ამ ხალ­ხმა პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გა­ყა­რა 2012 წლის ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რა­თა ჩვენ არ გა­მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა მა­თი და­ნა­შა­უ­ლო­ბე­ბი. ხო­ლო, ვინც მა­ნამ­დე იყ­ვნენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და მათ ზე­დამ­ხედ­ვე­ლობ­დნენ თუ მფარ­ვე­ლობ­დნენ, ის ხალ­ხი ისევ დარ­ჩა და აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გაგ­ვყა­რეს არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის მიყ­ვა­ნი­ლი კად­რე­ბი (2002 წლამ­დე ვმუ­შა­ობ­დი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, შემ­დეგ წა­ვე­დი ად­ვო­კა­ტუ­რა­ში, 2012 წელს კი კბი­ლაშ­ვილ­მა და­მაბ­რუ­ნა). ერთ წე­ლი­წად­ში მო­ვას­წა­რი და გა­მო­ვი­ძიე საქ­მე­ე­ბი - ბა­ჩო ახა­ლა­ი­ას (ცი­ხის ბუნ­ტის საქ­მე), მე­გის ქარ­და­ვას, და­ვით ჭა­კუ­ას, აჭა­რის კუდ­-ის უფ­როს თე­ი­მუ­რაზ პა­ტა­რი­ძის მი­მართ. ასე­თი შე­დე­გი არ ჰქონ­და არც ერთ გა­მომ­ძი­ე­ბელს. მათ ჩვენ უნ­და გა­ვე­ყა­რეთ, რა­თა გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი­ყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხა­ზი - გა­და­ფა­რუ­ლი­ყო მა­თი და­ნა­შა­უ­ლი და ჩვენ არ გა­მოგ­ვე­ძი­ე­ბი­ნა ისი­ნი.

- კონ­კრე­ტუ­ლად ვინ და რო­გორ გიშ­ლი­დათ ხელს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში?

- რო­დე­საც ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი მო­ვი­და, კბი­ლაშ­ვი­ლი შეზღ­უ­დეს უფ­ლე­ბებ­ში, ისე გა­მო­ვი­და, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ლა­შა ნაც­ვლიშ­ვი­ლი იყო გა­დამ­წყვე­ტი ძა­ლა. მან მო­იყ­ვა­ნა ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­რან­და მელ­ქა­ძე, რო­მელ­მაც სა­ერ­თოდ დამ­ბლო­კა, გა­მი­ჩე­რა საქ­მე­ე­ბი და ისი­ნი სე­იფ­ში და­მაწყ­ო­ბი­ნა. მითხ­რეს, რომ ასე იყო სა­ჭი­რო რა­ღაც დი­დი მიზ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩვენ არ ვი­ცო­დით. სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა და იმ საქ­მე­ე­ბის გახ­სნა, რა­საც ხალ­ხი ელო­დე­ბა, ჩათ­ვა­ლეთ, ამ პრო­კუ­რა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი­ა. იმ საქ­მე­ებ­ში უამ­რა­ვი ისე­თი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რი იმ­ხი­ლე­ბა, რო­მელ­თაც დღე­საც გავ­ლე­ნა აქვთ და ზო­გი მათ­გა­ნი დღე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე­ა. მე­ო­რეც, უამ­რა­ვი ქო­ნე­ბაა წარ­თმე­უ­ლი, რო­მე­ლიც შემ­დეგ და­საბ­რუ­ნე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ხელს არ აძ­ლევთ ამ საქ­მე­ებ­ზე ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა.

- მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მო­გი­წო­დათ, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­მა პრო­კუ­რო­რებ­მა თა­ვი შე­ი­კა­ვოთ მას­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის­გან, უწყ­ე­ბა აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლებს ყვე­ლა და გან­სა­კუთ­რე­ბით რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­სო.

- თუკი მი­აჩ­ნი­ათ, რომ მე შეც­დო­მა­ში შემ­ყავს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, კი ბა­ტო­ნო, შე­ა­მოწ­მონ, რა­საც ვლა­პა­რა­კობ. მარ­ტო ის მითხ­რეს, კო­ლე­გას ფო­ტო­შო­პით გა­ე­ხუმ­რე და ამი­ტომ უნ­და გა­გაგ­დოთ პრო­კუ­რა­ტუ­რი­და­ნო, სხვა ვე­რა­ფერ­ში მო­მე­და­ვენ. მერ­წმუ­ნეთ, არა­ნა­ი­რი საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა არ მიმ­დი­ნა­რე­ობს. რაც მე იქ საქ­მე­ე­ბი დავ­ტო­ვე, თი­თო­ში 20-25 ტო­მი­ა. დღემ­დე ისევ ისე ყრია ის საქ­მე­ე­ბი და მის­თვის ხე­ლი არა­ვის უხ­ლი­ა.­.. ბა­დაშ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" კად­რი იყო, ფი­ნან­სურ­ში მუ­შა­ობ­და. იმ­ხა­ნად ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი და მახ­სოვს, მაგ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ხალ­ხის და­ტე­რო­რე­ბა, მას სე­რი­ო­ზუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ჰქონ­და, თბი­ლი­სის ერ­თ-ერ­თი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იყო. ექ­ნე­ბათ კომ­პრო­მა­ტე­ბი, აბა, არ ექ­ნე­ბათ?

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა